საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა ფინტექ პლატფორმამ, kursi.ge-მ, ახალი სარეკლამო კამპანიით თამამად და გასაგებად თქვა ის, რაზეც ბევრი ბრენდი დუმს: ცუდი კურსი რეალურია და ის პირდაპირი მნიშვნელობით შენს ფულს ჭამს.
კამპანიის მთავარი ანტაგონისტი — ცუდი კურსი — ზუსტად ისეთი პერსონაჟია, როგორიც შენც გეცნობა: ოდნავ კოხტა, თავდაჯერებული, თითქოს კეთილგანწყობილი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს — ყოველ ჯერზე გტოვებს იმაზე ნაკლებით, ვიდრე მოელოდი. ვიდეოში ის პირდაპირ ფიზიკურად ჭამს მომხმარებლის ფულს, ქმნის უაღრესად ნაცნობ სახეს — გაბერილი კურსებისა და იმ „უმნიშვნელო“ საკომისიოების, რომლებიც საბოლოოდ არც თუ ისე უმნიშვნელო თანხად გვევლინება.
„ფულის გადამხურდავებლები — რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია — თითქმის ყოველთვის ვდგებით არჩევანის წინაშე: ან ავიტანოთ ცუდი კურსი ონლაინ კონვერტაციისას, ან დავკარგოთ დრო და ენერგია ჯიხურებთან რიგში დგომაში,“ — ამბობს ვატო ნინუა, kursi.ge-ს კომერციული დირექტორი.
„ამ ბანალურ, თუმცა მტკივნეულ ყოველდღიურობაზე ყურადღების მიპყრობა იყო ჩვენი კამპანიის მთავარი ამოცანა. kursi.ge-სთან ერთად, არც დრო გეკარგება და არც შენი ფული ხდება ცუდი კურსის მსხვერპლი.“
ვიდეოს სცენარი მარტივია, მაგრამ ეფექტური. ის გიწვევს, გაიხსენო ის მომენტები, როცა გეგონა, რომ თანხა კარგად გადაცვალე — მაგრამ შემდეგ მიხვდი: სადღაც, რაღაც ვერ დაანგარიშე სწორად.
ეს ზუსტად ის „სადღაც რაღაც” არის, რასაც ცუდი კურსი აკეთებს — ჩუმად, უწყინარი ღიმილით, შენს თვალწინ.
kursi.ge არ არის სუპერგმირი. ის არ იპარავს „სფოთლაითს” — ის იარაღია მომხმარებლისთვის, ვინც ამბობს „კმარა“ და ირჩევს საუკეთესო კურსით, ონლაინ კონვერტაციას.
ეს მხოლოდ კამპანია არაა — ეს მოკლე მანიფესტია
kursi.ge ახალი ვიდეოთი არ გვაჩვენებს მხოლოდ იმას, რომ მას აქვს კარგი კურსი — ის გვახსენებს, რომ ფულის კონვერტაცია აღარ უნდა იყოს მუდმივად მოტყუებული მომხმარებლის ამბავი.
დღეს, Kursi.ge-ს მეშვეობით, მომხმარებელს აქვს არჩევანი, რომ აღარ აჭამოს ცუდ კურსს ფული და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, სულ რამდენიმე წუთში დააკონვერტიროს თანხა, საუკეთესო კურსით, ონლაინ.
kursi.ge უკვე ერთი წელია, რაც ბაზარზე გაეშვა. მისი დაპირებით, რომ ყოველთვის საუკეთესო კურსს, სისწრაფესა და სიმარტივეს სთავაზობს მომხმარებელს ონლაინ პლატფორმაზე კონვერტაციისას, ბრენდმა 30 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი შეიძინა და 800 000 000-ზე მეტი ლარი დააკონვერტირა .
[R]