2025 წლის 24 ოქტომბერს, „რედისონ ბლუ ივერიას“ მთავარ დარბაზში Kursi.ge-ს ბიზნეს ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას დაესწრო 200-მდე სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ Kursi.ge-ის კორპორაციული კლიენტები, ბიზნესპარტნიორები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნინო კუპრაშვილმა მიმართა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი – ვასილ შენგელია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელი ლევან დარსალია. ღონისძიებაზე სტუმრებს გააცნეს Kursi.ge-ის სიახლეები და გეგმები – მობილური აპლიკაცია და ფილიალი კორპორაციული კლიენტებისთვის, რომლებიც მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

ღონისძიების მთავარი ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას თემაზე: „ფინანსური ინოვაციები და ბიზნესის მომავალი საქართველოში“. დისკუსიას მოდერაციას უწევდა Kursi.ge-ს დირექტორი, ქეთევან მეფარიშვილი. პანელის მონაწილეები იყვნენ:
- კომპანია Fastoo-ს და Bitanica-ს გენერალური დირექტორი, ვახო ჭითავა
- Lightspeed Digital-ის მმართველი პარტნიორი, IFC-ისა და ADB-ის კონსულტანტი, მარიამ რუსიშვილი
- კომპანია Eurocredit-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ირაკლი წურწუმია

ღონისძიება ევროპის ორკაციანი საგზურის გათამაშებით დაგირგვინდა, რის შემდეგაც სტუმრებს საშუალება მიეცათ საღამო ცოცხალი მუსიკისა და სასიამოვნო საუბრების ფონზე გაეგრძელებინათ.

[R]










