Kursi.ge – ქართულმა სტარტაპმა, მარტივი დაპირებით, რომ თანხას ონლაინჯიხურის ფასად ახურდავებს, 6 თვის განმავლობაში 2000-ზე მეტი მომხმარებლის ლოიალობა დაიმსახურა და 70 000 000 ლარის კონვერტაცია მოახდინა.
ვალუტის კონვერტაცია, ბევრი ჩვენგანისთვის ხშირი და აქტუალური მომსახურებაა. ამ შემთხვევაში 2 არჩევანი გვაქვს – ინტერნეტბანკში მყისიერად გადავცვალოთ თანხა და ნაკლები ფული მივიღოთ, ან ქეში ფიზიკურ ლოკაციაზე მივიტანოთ და უკეთესი კურსის სანაცვლოდ ჩვენი დრო და ენრგია დავთმოთ. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი პროცესი, სადაც რაღაცის დათმობა, თუ დაკარგვა გვიწევს, ყოველთვის ტოვებს ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის განცდას.
სწორედ ამ განცდამ გაგვიჩინა Kursi.ge -ს დამფუძნებლებს მოტივაცია და სურვილი, რომ შეგვექმნა სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ორივე ვარიანტის სიკეთეებს ერთი პლატფორმის საშუალებით შესთავაზებდა და, შესაბამისად, გაჩნდა დაპირება, რომ kursi.ge მაქსიმალურად მარტივად და მყისიერად დაგიხურდავებს თანხას ონლაინ, ოღონდ ყოველთვის და მხოლოდ ჯიხურის ფასად.
პროექტზე მუშაობა 1.5 წლის წინ დაიწყო. ყოველივე ეს მოიცავდა ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს მათ მიერ რეგულაციის ლაბორატორიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ, მათ მოთხოვნებთან სრულიად შესაბამისი პლატფორმის მომზადებას, უსაფრთხოების ყველა პროტოკოლის გავლას და სხვა საოპერაციო სამზადისს, რის შედეგადაც, პროექტი 4 მარტს გახდა ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.
მოგესხენებათ, რომ პირველი პერიოდი ნებისმიერი სტარტაპისთვის კრიტიკულია: როგორ მიგიღებს მომხმარებელი, რამდენად შეძლებ ღირებულების შექმნას, რამდენად გამართავ ოპერაციებს მასშტაბის ზრდასთან ერთად და ა.შ.
ამ 6 თვის შემდეგ განსაკუთრებით გვეამაყება:
- ლოიალურ მომხმარებელთა ბაზა, რომელიც 2000 ადამიანსა და კომპანიას გადაცდა და ყოველთვიურად ორმაგდება
- წარმატებით დავაკონვერტირეთ 70 000 000 ლარზე მეტი დოლარი და ევრო, რითაც მნიშვნელოვანი დანაზოგი მოვუტანეთ მომხმარებლებს
- დადებითი უკუკავშირი მომხმარებლებისგან
- სრულიად უსაფრთხო სისტემა, როგორც საოპერაციო, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით
- ეროვნული ბანკის რეგულაციის ლაბორატორიის მხარდაჭერა
წინ დიდი გზაა და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების გაუმჯობესებაზე.
- სულ ცოტა ხნის წინ ევრო-დოლარის პირდაპირი კონვერტაცია დავამატეთ, რაც მომხმარებელს დამატებით ტრანზაქციას არიდებს და კიდევ უფრო მეტ თანხას უზოგავს
- უახლოეს მომავალში უფრო გამარტივებული ვებგვერდის დიზაინითა და გამოცდილებით წარვდგებით მომხმარებლის წინაშე
- ვმუშაობთ ახალი ბანკების ჩართვასა და ვალუტების დამატებაზე
- და კიდევ ბევრ გრანდიოზულ იდეაზე, რომლებზეც აუცილებლად მოგიყვებით, როგორც კი ზუსტი მონახაზები გვექნება (ზედმეტი დაპირება, რომ არ გამოგვივიდეს)
ასე რომ, ხვალ, ზეგ ან მომავალში, თუ ვალუტის გადაცვლა დაგჭირდებათ პირადად თქვენ ან თქვენს ორგანიზაციას, გაიხსენეთ, რომ ჩვენთან თანხას მარტივად, ონლაინ დაახურდავებთ – ოღონდ ჯიხურის ფასად.
თუ მაინც ორჭოფობთ, შეგახსენებთ, რომ პლატფორმა სრულიად უსაფრთხოა, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
- kursi.ge თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან და ყველა საჭირო რეგულაციას იცავს, რაც უზრუნველყოფს, რომ ვალუტის გაცვლის პროცესი სანდო იყოს;
- სანდოობას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის უსაფრთხოების ტექნოლოგიები, რომლებსაც ვებგვერდი იყენებს და რომლითაც ის იცავს მომხმარებლის ფინანსებსა და პირად მონაცემებს. ის უახლესი პროტოკოლით, AWS (Amazon Web Services) ღრუბლოვან სერვერზე ინახება.
ყოველთვის შეგიძლიათ, საცდელად, სიმბოლური თანხა (1 დოლარი/ევრო) დაახურდავოთ და აუცილებლად დაინახავთ, თუ რამდენად მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ დანაზოგის მიღება kursi.ge-სთან ერთად.
[პარტნიორის კონტენტი]