ქართულ კრიპტო ბაზარზე ახალი შესაძლებლობა ჩნდება – Bitnet-ის პლატფორმაზე უკვე ინტეგრირებულია Kursi.ge-ის სერვისი. პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, კრიპტოვალუტა შეიძინონ დანაკარგის გარეშე, ონლაინ ყველაზე ხელსაყრელი კურსით. Kursi.ge-ის საუკეთესო გაცვლითი კურსი და Bitnet-ზე ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების მრავალფეროვანი არჩევანი ქმნის ეფექტურ და მომგებიან გარემოს ინვესტირებისთვის.
ორი სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლობა ქმნის მოქნილ გადაწყვეტას, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას დაზოგოს დრო და ფინანსური რესურსი. Bitnet-ზე კრიპტოს ყიდვის დროს კონვერტაციისას რთული გამოთვლებისგან ათავისუფლებს და ბაზარზე არსებულ საუკეთესო გაცვლით კურსს სთავაზობს, შედეგად Bitnet-ზე ლარით კრიპტოს ყიდვა კიდევ უფრო მარტივი და მომგებიანი გახდა.
Kursi.ge-ის ინტეგრაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Bitnet-ის მთავარ მიზანს – კრიპტოთი ვაჭრობა გახდეს მაქსიმალურად ხელსაყრელი, მარტივი და მომგებიანი.
ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული Bitnet განაგრძობს ახალი სერვისების დანერგვას, რაც კრიპტო ბაზრის წინსვლას უწყობს ხელს.
[R]











