in

უფასო ელექტრონული კურსი მარკეტერებს გენდერული სტერეოტიპების ამოცნობაში დაეხმარება

გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა – ეს ის თემებია, რომლებზეც კამპანიები მუდმივად იქმნება. თუმცა, ამ საკითხებზე მუშაობა შესაბამის ცოდნასა და სიფრთხილეს მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი შეხედვით კეთილშობილური იდეა პირიქით, სტერეოტიპების გამყარებად იქცეს, კამპანიამ კი დაგეგმილის ნაცვლად, ნეგატიური ეფექტი მოიტანოს.

bog
bog-mob

ამას გარდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, სექსიზმისა და დისკრიმინაციული მიდგომის გამო, კრიტიკის საგანი არაერთი მარკეტინგული კომუნიკაცია გამხდარა. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა და შესაბამისი ცოდნის არქონაა.

ცნობიერების ამაღლების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ახალი, ქართულენოვანი, უფასო ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა. მისი დახმარებით, დაინტერესებულ ადამიანებს და მათ შორის მარკეტერებსაც, შესაძლებლობა აქვთ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების აქტუალურ საკითხებზე სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ.

ძირითადი ტერმინები, სექსიზმი, არსებული გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ნორმები, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა — ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც კურსი აერთიანებს. იგი იძლევა პრაქტიკულ ცოდნას ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, რომელიც ადამიანებს არა მარტო ცნობიერების ამაღლებაში, არამედ პროფესიული საქმიანობის წარმართვაშიც დაეხმარება.

ინტერაქტიული კურსი 3 მოდულისა და შესაბამისი სავარჯიშოებისგან შედგება. მისი გავლისთვის მსურველებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდებათ. დასრულების შემდეგ კი მათ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობაც ექნებათ. კურსი განთავსებულია ბმულზე.

ელექტრონული კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო ტრეინინგცენტრის მიერ შემუშავებული მოდულის ქართულ კონტექსტზე მორგებულ ვერსიას წარმოადგენს. მისი ადაპტირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.

რა უნდა ვიცოდეთ გენდერული თანასწორობის შესახებ — საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით, გენდერული თანასწორობის შესახებ ქართულენოვანი, უფასო ელექტრონული კურსი შემუშავდა.

გამოიყენეთ კარანტინის დრო ნაყოფიერად, გაიარეთ კურსი და გაიგეთ მეტი გენდერული თანასწორობის შესახებ.

თიბისის მომხმარებლები ციფრული ბარათის მიღებას დისტანციურად, 1 წუთში შეძლებენ

DJI-ის ახალი დრონი Matrice 300 – 55 წუთი ფრენის შესაძლებლობა, -20-დან 50 გრადუსამდე