„ძველი ფოტოების, მიმების, ფილმების ან თუნდაც პორნო კოლაჟების მყარ დისკზე განთავსება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როცა აქ ოსამა ბინ ლადენის ციფრული ფაილები აღმოჩნდება, აუცილებლად უნდა ინახულოთ”, – ამბობს არტისტი კურტ ჩემპიონი, რომლის სადებიუტო ინსტალაციაც საკმაოდ მომხიბლავი და საინტერესოა.
ბრიტანელი ხელოვანის ინსტალაციაზე წარმოდგენილია ბინ ლადენის პერსონალურ კომპიუტერებზე ნაპოვნი მონაცემების მხოლოდ ორ პროცენტი, რომლებიც აღმოჩენილ იქნა და მალევე გაასაიდუმლოეს პაკისტანში, მისი შენობის დარბევის შემდეგ. 350 გიგაბაიტზე მეტი მონაცემების გამოქვეყნებასთან ერთად, კურტმა ციფრული არქივები ფიზიკურ ფორმაში გადმოიყვანა.

ინსტალაციის სანახავად მისული მაყურებლები ხედავენ სურათების ერთი შეხედვით დასურულებელ დასტას, რომელიც გადმოდის თერმოპრინტერიდან. ეს სურათები ბინ ლადენს ეკუთვნოდა და მისი ცხოვრების ბოლო 5 წელიწადს ასახავს. ფაილებს შორის შეხვდებით ჯორჯ ბუშის, დაჭრილი ბავშვებისა და იარაღის სურათები.

არტისტს სურს, რომ თითოეული ფოტოს შეხედვისას ადამიანმა არ დაიწყოს რაღაც მთავარი სათქმელის ძიება, რადგან რეალურად ის არც არსებობს. მისი მიზანი იყო მხოლოდ იმის ჩვენება, რაც რეალობაა, რაც უბრალოდ ავლენდს კონკრეტულ ფაქტს, რაც ნაპოვნი და აღმოჩენილია, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ საკუთარი დასკვნები.


თავად კურტ ჩემპიონი Wix Playground Academy-ს კურსდამთავრებულია. შემოქმედებისადმი სიყვარული ჯერ კიდევ კოლეჯიდან დაეწყო და დღეს იგი ამ ნამუშევრით საინტერესო კანდიდატია დიდი ინდუსტრიისთვის.











