in

გიგანტურ კუს განუვითარებელი კიდურების გამო სპეციალური ეტლი მოარგეს!

ის ამჟამად 32 კილოს იწონის

11 წლის ულამაზესმა გიგანტურმა კუმ Sulcata, სახელად ჯორჯ ბეილიმ, რომელიც ეგზოტიკურ ცხოველთა ნაკრძალში ცხოვრობს, მისთვის დამზადებული ეტლით პირველი ნაბიჯები გადადგა! ამაზე Walkin ’Pets-მა იზრუნა.

Liffit
Liffit

ჯორჯი ნივთიერების ცვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკანა ფეხების განუვითარებლობით დაიბადა, რაც მის გადააგილებას ართულებდა. მართალია, მას შეუძლია ამ კიდურების მოძრაობა, რადგან უკანა ფეხის კუნთები კვლავ მუშაობს, მაგრამ კუსთვის, რომელიც 32 კილოს იწონის, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. სუსტი კიდურები ამხელა წონას ვერ უძლებს.

ძვლის მეტაბოლური დაავადებები ძალიან ხშირია რეპტილიებში, რადგან მათ კალციუმისა და ფოსფორის დისბალანსი აღენიშნებათ. ეს ძირითადად მათი საკვები ნივთირებებისა და მეტად ცივი გარემოდან გამომდინარეობს. ჯორჯის შემთხვევაში კი ეს პრობლემა კიდევ უფრო ართულებდა კუს მდგომარეობას, გამომდინარე დიდი წონისა…

რაც მთავარია, საყვარელი ჯორჯის პრობლემა მოგვარდა – მან საკმაოდ კომფორტულად მოირგო ბორბლებიანი მოწყობილობა და ვინ იცის,  იქნებ ახლა უფრო სწრაფადაც კი გადააადგილდეს!

როგორია ინდუსტრიული ტურისტული გამოცდილება ევროპასა და საქართველოში?

ისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის ხელოვნება