14
Mar
2019

ქუთაისის აეროპორტის რომელი ავიამიმართულებები იყო პოპულარული თებერვალში?

14 Mar 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” ახლახან 2019 წლის თებერვლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეული გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილს კვლავაც ვენა იკავებს.

mBank QR
mBank QR

 

ტოპ 5 ასეთია:

I – ვენა
II – რომი
III – პრაღა
IV – ათენი
V – მემინგენი

აღსანიშნავია, რომ მგზავრთა რაოდენობის ზრდით ევროპის აეროპორტებს შორის ქუთაისი ლიდერობს. იგი 2018 წელს ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5 % მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა (587,643 მგზავრი), რის შედეგადაც, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პირველად გახდა.

განხილვა