22
ნოე
2016

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს! – ექსკლუზიურად მარკეტერზე

22 ნოე 2016

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს. ქუთაისის მერიის ინიციატივით, მოხდა ლოგოების სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, შედეგად კი ქალაქს ახალი სიმბოლო აქვს. კონცეფციის ავტორი კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ია.

BOG PLUS

მარკეტერი ლევან გომშიაშვილს ესაუბრა:

„ტერიტორიის ბრენდინგი საქართველოში იშვიათად კეთდება, ამიტომ, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ პროექტმა მოგვცა. მითუმეტეს ისეთი ქალაქი, როგორც ქუთაისია, გამორჩეულია ადამიანური ურთიერთობებით და იუმორით სწორედ ამ ორის თანწყობით გროვდება ის მოგონებები, რომელიც ამ ქალაქში გვაბრუნებს, შედეგად კი ყოველი ჩასვლა – უნიკალურ გამოცდილებას გვაძლევს“

ქუთაისი

შერჩევა რამდენიმე ეტაპად მოხდა. შორთლისთში შესული ნამუშევრები ქუთაისში, ადმინისტრაციის წევრებმა განიხილეს.

გიო ქვლივიძე:

გიო ქვლივიძე„ზოგადად, ბრენდინგის სფეროში, ქალაქის ლოგოზე მუშაობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ნამუშევარი წმინდა კომერციულ მიზნებს სცდება და ქვეყნისა თუ ქალაქის მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი სააგენტოს ნამუშევარი ისეთი კოლორიტული ქალაქის ლოგო გახდა, როგორიც ქუთაისია.“

სააგენტო ბრენდინგზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ქუთაისი იუმორისა და ღიმილის ქალაქია.

მუსია ქებურია:

მუსია ქებურიაზედიზედ რამდენიმე კვირა მიწევდა ქუთაისში ჩასვლა, ხშირი შეხება მქონდა იქაურ ადამიანებთან, მათ იუმორთან. ვიფიქრე, რომ ქუთაისური იუმორი და ღიმილი, ზოგადად ქალაქის დამახასიათებელი ფაქტორია, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სმაილის სიმბოლო სწორად გამოხატავს ამ ხასიათს. ვფიქრობ, საკმაოდ სწორი მიმართულებაა, რადგან ღიმილი მინიმალისტური და მარტივი გასაგებია თან დასამახსოვრებელია ადამიანების თვალში.

 

 

ქუთაისი ლოგო

კრეატივ დირექტორი: ნიკუშა ანთაძე
უფროსი არტ დირექტორი: გიო ქვლივიძე Gio Kvlividze
არტ დირექტორი: მუსია ქებურია
დიზაინერი: ანანო მარცვალაძე
ექაუნთ მენეჯერი: ლევან გომშიაშვილი

განხილვა