in

ქუთაისი – ქალაქი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია | როგორია საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანია

არსებობს ერთი თამაში, რომელიც ერთხელ მაინც ყველას გვითამაშია.

შეიძლება ეზოში, ბავშვობის ხმაურში, ან უკვე დიდობაში, მაშინ, როცა ინიციატივის გამოჩენა გაგვჭირვებია და პასუხი ბედისთვის, უფრო სწორად კი, გვირილის ფურცლებისთვის მიგვინდვია. 

ყოფილა მომენტები, როდესაც ერთ ყვავილს არ ვჯერდებოდით და რიტუალს თავიდან ვიმეორებდით. ფურცლებს ისევ და ისევ ვწყვეტდით, თითქოს მეორე, მესამე ან მეოთხე გვირილა უფრო ზუსტ პასუხს გვეტყოდა. 

“ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ” – ეს კითხვა გვირილის ფურცლისთვის ერთხელ მაინც ყველას დაგვისვამს, ბავშვური გულუბრტყვილობით.

მაგრამ იმერეთის გულში, ქალაქში, რომლის სიმბოლოც გვირილაა მსგავსს კითხვებს უბრალოდ არ სვამენ. აქ თავისთავად იციან, რომ ქუთაისი, არის ქალაქი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია. შენამდე, შენ გარეშე და მაინც შენით. 

ეს ის ადგილია, სადაც „კი“-სა და „არა“-ს ნაცვლად, მესამე გზას ირჩევენ. და სწორედ ეს გზა გახდა საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი ვიდეოს ინსპირაცია:

ვუყვარვარ?

გვირილას ფოთლებს ვწყვეტ და თითქოს პასუხს ვეძებ, 

მაგრამ ქუთაისში პასუხი თავიდანვე ცნობილია. 

აქ კითხვას არავინ დაგასრულებინებს

აქ ადამიანები ერთმანეთს თვალის მოკვრითაც კი ცნობენ. 

ხელის დაქნევით, 

ღიმილით

ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?

აქ არჩევანი არ არსებობს

რადგან ქუთაისში სიყვარული უკვე გადაწყვეტილია

ასეთი კითხვები აქვთ ქუთაისში. აქ ტრადიციები მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის, ისინი დღემდე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქალაქისთვის დამახასიათებელია ეზოს კულტურა. აქ მეზობლები ერთმანეთთან მუდმივ კავშირში არიან და ურთიერთობა ბუნებრივად, თავისთავად ვითარდება. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში არა ფორმალურად, არამედ რეალურად მონაწილეობენ. ქალაქი კი სწორედ ამ ურთიერთობებით ინარჩუნებს თავის რიტმს: მშვიდს, მარტივს და ერთდროულად ძალიან ცოცხალს.

ამ ყველაფრის გაგრძელება და ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება გვირილობაა, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია, 2 მაისს აღინიშნება. დღესასწაული, რომელიც ქალაქის კულტურულ მეხსიერებაში ცხოვრობს და ყოველ გაზაფხულზე ახალი ენერგიით ბრუნდება. ყვავილების სურნელთან ერთად, ქუჩები მუსიკით, მხიარულებით, სრულიად განსხვავებული ატმოსფეროთი ივსება. 

თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ გვირილობის ისტორია 1921 წლიდან იწყება და ერთ გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანს უკავშირდება. იმ პერიოდში გვირილა, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. სწორედ ამ იდეით დაიბადა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გოგონები გვირილებს აგროვებდნენ, ყიდდნენ და დაავადებულთა დასახმარებლად იყენებდნენ. ეს ერთჯერადი აქცია დროთა განმავლობაში ქალაქის ტრადიციად გადაიქცა, შემდეგ კი საერთო სახალხო დღესასწაულად. 

უკვე წლებია საქარველოს ბანკი გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნას უერთდება და ქუთაისისადმი მიძღვნილ კამპანიებს ახორციელებს. ვიდეორგოლებში კი აცოცხლებს იმ განწყობასა და გამოცდილებას, რომელსაც ქუთაისი თითოეულ ადამიანში აღვიძებს.

და მაინც, ეს ყველაფერი ასოციაციურად გვაკავშირებს ბავშვურ თამაშს, რომელიც ერთსა და იმავე კითხვას აბრუნებს: ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ? 

და არსებობს ადგილი, სადაც ამას გვირილის ფურცლებს აღარ ეკითხებიან. ეს არის ქუთაისი, ქალაქი სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია. 

ნახეთ საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი ახალი ვიდეორგოლი.

[პარტნიორის კონტენტი]

AI-მ პაციენტების დიაგნოზი სასწრაფო დახმარების ექიმებზე სწრაფად დასვა

როგორ ავუკრძალოთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი ინფორმაციიდან სწავლა