in

ქუთაისში სტუდენტური სტარტაპ ბანაკი იხსნება

26-29 ოქტომბერს, Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით, ქუთაისის  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი მოეწყობა. ეს არის ინტენსიური კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას. მონაწილეები, ოთხი დღის განმავლობაში, ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო მენტორებთან ერთად.

 

შემდეგი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი 16-19 ნომბერს ბათუმში გაიმართება. ასევე, ბათუმი უმასპინძლებს ფინალურ ჰაკათონს დეკემბერში, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

ქუთაისში სტუდენტური სტარტაპ ბანაკის ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი”. მხარდამჭერები არიან: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საერთაშორისო განათლების ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

EUROBEST-ის შესარჩევი კონკურსი იწყება! ევროპის კრეატიულ ფესტივალზე ორი გუნდი გაემგზავრება

მსუბუქი ავტომობილების საოპერაციო ლიზინგი თიბისი ლიზინგისგან