in

ქუთაისის უნივერსიტეტი სკოლის პედაგოგებს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებს შეასწავლის

ქუთაისის უნივერსიტეტი სკოლის პედაგოგებს ონლაინ გაკვეთილების წარმართვისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების სწავლაში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

bog
bog-mob

გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები ჯერ უნივერსიტეტის ონლაინ სივრცეში მოსინჯა, სადაც „ წარმართულმა ლექციებმა გეზი წარმატებით აიღო და გახდა ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელიც სინქრონული სწავლების მეთოდზე უმოკლეს დროში გადავიდა.”

ქუთაისის უნივერსიტეტმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ განცხადება 2 მარტს გამოაქვეყნა. გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსისის COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს. ერთი კვირის განმავლობაში ლექტორები სტუდენტებს ვიდეო-ლექციებს ელექტრონულ ფოსტებზე უგზავნიდნენ.

ამ დროის განმავლობაში გუნდმა დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი „რამდენიმე ონლაინ სივრცე შეისწავლა და საბოლოოდ, GOOGLE-ის ელექტრონული პლატფორმა CLASSROOM-ი და ZOOM-ი შეირჩა“. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 11 მარტიდან „ქუთაისის უნივერსიტეტი სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.“

16 მარტიდან კი უნივერსიტეტმა მთლიანად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და ადმინისტრაციაც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა:

„მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავდივართ.

„გვჯერა, ამ გადაწყვეტილებით მცირე წვლილი შეგვაქვს როგორც ჩვენი სტუდენტების, ისე თანამშრომლებისა და გარშემო მყოფების უსაფრთხოებაში.“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხოლო, მას შემდეგ, რაც „უნივერსიტეტმა სტუდენტების, ლექტორებისა და ადმინისტრაციის გადამზადება შეძლო, პედაგოგთა მხარდასაჭერადაც მზადაა“.  უნივერსიტეტის წარმომადგენლები დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო აპლიკაციებსა და ტექნიკურ ნაწილს დისტანციურად შეასწავლიან.

[R]

ქეთევან მეფარიძე – #პირველისამსახური

Intel-მა შექმნა ჩიპი, რომელსაც „ყნოსვის უნარი“ აქვს