Kvalifika პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელიც „ბერკლის სტარტაპ აქსელერატორში“ – Berkeley Skydeck მოხვდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელ გაბრიელ მელივასთან საუბრისას ვარკვევთ, წელს, განსაკუთრებულად დიდი კონკურენცია იყო, 1800 აპლიკაციაზე მეტი შევიდა და Kvalifika 50-ეულში მოხვდა.
აქსელერატორში მოხვედრის სარგებელი კი ასე გამოიხატება: 6 თვიანი მხარდაჭერა, 500,000$-ზე მეტ რესურსებზე წვდომა და საინვესტიციო კარის გახსნა…
პანდემია რომ არა, Kvalifika-ს წარმომადგენლობას სან-ფრანცისკოში პატარა ოფისსაც გამოუყოფდნენ.











