ტრადიციული კომპიუტერების მსგავსად, რომელშიც ფოტოებს, ვიდეოებს, მეგობრის დაბადების დღის შემახსენებელ შეტყობინებებსა და სხვა მასალებს ვინახავთ, კვანტურ კომპიუტერებშიც ინფორმაციების შენახვა გახდა საჭირო. ხოლო, რადგან ეს ჯერ ახალი სფეროა, მეცნიერები კვლავ მუშაობენ კვანტური ინფორმაციების შენახვის გზებზე. აქ კი კარგი ამბავი გვაქვს — მკვლევრებმა ახალი მეთოდი შემოგვთავაზეს, რომელიც ინფორმაციებს ელექტრული კვანტური მდგომარეობების ხმებად გარდაქმნის შედეგად ინახავს და, პირიქით.
ამგვარად, მომავალი კვანტური კომპიუტერების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციების შენახვა შესაძლებელი გახდება… ეს მეთოდი ფონონებს, ანუ სინათლის ნაწილაკების ხმის ეკვივალენტს იყენებს, რასაც უკვე ფოტონი ეწოდება. შესაბამისად, ექსპერიმენტიც ინფორმაციის შენახვის გზების საპოვნელად ამ უკანასკნელს იკვლევს.
უკეთ რომ წარმოიდგინოთ, როგორი შეიძლება იყოს კვანტური ინფორმაციის შენახვის პროცესი, ჩათვალეთ, რომ „ექოს ოთახი“ არსებობს, რომელსაც რა სიტყვებსაც ჩასძახებთ, იმას გაიმეორებს… თუმცა თუ რეალურ ცხოვრებაში ექოები სწრაფად ქრება, აქ სპეციალური ფირფიტების წყალობით ინახება.
სამეცნიერო ნაშრომის ავტორის მოჰამედ მირჰოსეინის თქმით, წინა კვლევებში პიეზოელექტრიკა გამოიკვლიეს, რომელსაც კვანტურ პროგრამებში მექანიკური ენერგიის ელექტრულ ენერგიად გადაქცევის საშუალებად თვლიან. თუმცა ეს მასალები ელექტრული და ხმის ტალღების ენერგიის დაკარგვას იწვევს, რაც კვანტური სამყაროსთვის დამღუპველადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამისგან განსხვავებით კი, ახალი მეთოდი კონკრეტული მასალების თვისებებზეა დამოკიდებული, რაც მას კვანტური მოწყობილობებისთვის მეტად თავსებადს ხდის.