in

ახალი კვანტური კომპიუტერი ატომების სრულ დიაპაზონს იყენებს

ბოლო პერიოდში კვანტურ კომპიუტერებთან დაკავშირებით უამრავი მიღწევა ვიხილეთ, რაც ინოვაციურ პროგრესთან სულ უფრო მეტად გვაახლოებს. ამჯერად ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტის ჯგუფმა შექმნა კვანტური კომპიუტერი, რომელიც ორობით ინფორმაციას (ნულებს და ერთებს) სცილდება. ეს კი დამატებით გამოთვლით საშუალებებს გულიხსმობს.

როგორც მარტინ რინგბაუეი, ესპერიმენტატორი ფიზიკოსი, განმარტავს, კვანტური კომპიუტერების სამშენებლო ბლოკები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ნულები და ერთები. ამის საწინააღმდეგოდ, ასეთი შეზღუდვა ამ მოწყობილობების სრული პოტენციალის რეალიზებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიმუშავეს მკვლევრებმა კვანტური კომპიუტერი, რომელსაც თვითნებური გამოთვლების (ქუდიტების) შესრულება შეუძლია. ეს კი მეტ გამოთვლით ძალას განბლოკავს ნაკლები კვანტური ნაწილაკებით.

მკვლევართა განცხდების თანახმად, ინსბრუკის კვანტურ კომპიუტერში ინფორმაცია ცალკეულ კალციუმის ატომებში ინახება. მთლიანობაში ფიზიკოსებმა შექმნეს კომპიუტერი, რომელსაც დიდი დავალებების გაცილებით ეფექტურად შესრულება შეუძლია. „კვანტურ სისტემებს ბუნებრივად აქვს ორზე მეტი მდგომარეობა და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მათ ყველას ერთნაირად კარგად ვაკონტროლებთ“, — აღნიშნავს თომას მონცი, ახალი კვლევის ავტორმა.

რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევაა კაცობრიობისთვის, რადგან დღევანდელ სამყაროში ბევრი ამოცანა საჭიროებს კვანტურ კომპიუტერებს — იქნება ეს ქიმიასთან, ფიზიკასთან თუ მატერიალურ მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხები. ნულზე და ერთზე მეტთან მუშაობა კი არა მხოლოდ კვანტური კომპიუტერისთვის, არამედ მისი ნებისმიერი აპლიკაციისთვისაც მისაღებია. ეს კი კვანტური სისტემების სრული პოტენციალის გამოვლენაში და მისით სარგებლობაში გვეხმარება.

დალიე სუფთა წყალი და იზრუნე გარემოზე – Brita, წყლის ოპტიმიზაციის მსოფლიო ბრენდი

ცხოველების მნიშვნელობა გარემოსთვის და ადამიანებისთვის