in

შეიქმნა კვანტური მიკროსკოპი, რომელიც აქამდე უხილავ მიკროსკოპულ სტრუქტურებს ხედავს

ის 35%-ით მეტი სიწმინდით მუშაობს

ქვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კვანტური მიკროსკოპი შექმნეს, რომელსაც აქამდე უხილავი მიკროსკოპული სტრუქტურების ჩვენება შეუძლია. მიკროსკოპი  კვანტურ გადახლართულობას მოიცავს და როგორც წამყვანი მკვლევარი, პროფესორი უორვიკ ბოუენი აღნიშნავს, ახალ კვანტურ მიკროსკოპს სხვა აქამდე არსებულზე უკეთესი შესაძლებლობები აქვს.

“ჩვენს შემთხვევაში მიკროსკოპი 35%-ით მეტი სიწმინდით მუშაობს, რაც საშუალებას გვაძლევს, მცირე ბიოლოგიურ სტრუქტურებს დავაკვირდეთ, რომლებიც სხვაგვარად არ ჩანს” – აცხადებენ მკვლევრები. მკვლევართა გუნდის მიერ შემუშავებული კვანტური მიკროსკოპის მთავარი წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ იგი უჯრედში ატომებს შორის სივრცეებს აკვირდება. თანაც დიდი სიმძლავრის მეშვეობით, მოლეკულური ვიბრაციების შესწავლაც შეუძლია.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გადახლართულობის ეფექტი, რომელზეც აინშტაინი საუბრობდა, კვანტური რევოლუციის ცენტრში იმყოფება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კვანტური ტექნოლოგიის მეტად დახვეწა, რადგან მისი სარგებელი აშკარაა – განსაკუთრებით, როგორც ბოუენი ამბობს, კვანტურ გადახლართულობას დიდი შესაძლებლობები აქვს ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

“მოწყობილობა ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გამოგვადგება, იქნება ეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაუმჯობესება თუ ნერვული დეგენერაციის სწავლა” – აღნიშნავს ბოუენი.

აღსანიშნავია, რომ კვანტური ტექნოლოგიების განვითარებაზე მთელი მსოფლიო ზრუნავს და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია – “ეს ფართო ფართო მასშტაბის ტექნოლოგიური რევოლუციებისკენ გვიხსნის გზას”. 

Hard Rock Cafe 50 წლის იუბილეს ბრენდის ახალი ელჩით შეხვდა

100 წლის დაძველების შამპანურის კოლექცია აუქციონზე $10 მილიონად გაიყიდება!