18
მაი
2018

კვანტური წერტილები, როგორც ტელევიზორის განვითარების მორიგი საფეხური

18 მაი 2018

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ტელევიზორები უკვე 50 წელიწადზე მეტია ამშვენებენ ჩვენს სასტუმრო ოთახს. მათი განვითარება ჯერ კიდევ 1920 წელიწადს ჩაისახა, 1950 წელს მაყურებელმა მსოფლიო პირველად იხილა შავ-თეთრში, ამავე დროს, უკვე დაწყებული იყო ფერადი ეკრანების განვითარება და მხოლოდ 2000-იან წლებში ვიხილეთ მასობრივად გავრცელებული LCD ტელევიზორები, რომელთა ტექნოლოგიურმა განვითარებამ შემდგომ უამრავი აბრევიატურა მოგვივლინა: LCD, LED, HD, FHD, 3D და ა.შ.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

ბოლო რამოდენიმე წელიწადში Samsung-ის წყალობით ბაზარზე HDR (მაღალი დინამიური დიაპაზონი) გამოსახულების ტექნოლოგია დაინერგა, ის წლიდან-წლამდე ვითარდება: უმჯობესდება სიკაშკაშე, კონტრასტი, ფერთა გამა, თუმცა აღნიშნული გამოსახულების უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა და ევოლუცია QD ტექნოლოგიას მიუძღვის, რაც ნიშნავს Quantum Dot-ს, იგივე კვანტური წერტილი.

რა არის კვანტური წერტილები?

კვანტური წერტილების ერა ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეპოქიდან მომდინარეობს, როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს შუშის კომპლექსური ნანოტექნოლოგია. ჯერ კიდევ ძველი დროის ალქიმიკოსები დამდნარ შუშას უმატებდნენ ოქროს, ვერცხლს და სხვადასხვა მეტალებს, რათა მიეღოთ წითელი და ყვითელი ფერების შთამბეჭდავი ელფერები. ქლორიდის ნანო ნაწილაკები კვანტური წერტილების მსგავსად მოქმედებდნენ, შუქის მოხვედრისას კი ფერთა სპექტრი საგრძნობლად იზრდებოდა, ამასთან ერთად გამოსხივების სიკაშკაშეც და გამაც.

სწორედ აქედან დაიბადა იდეა კვანტური წერტილები ყოფილიყო გამოყენებული ეკრანებშიც, აღნიშნული ტექნოლოგიით აღჭურვილი პირველი ელექტრონული მოწყობილობა კი ზუსტადაც ტელევიზორი გახდა.

დღევანდელი ტელევიზორების უმრავლესობა LED ეკრანებს იყენებს, რაც მოიაზრებს შუქის გამომსხივებელ ცალკეულ დიოდებს, ხოლო კვანტური წერტილების დამატებით ვეგებებით სრულად ახალ ტექნოლოგიას – QLED-ს.

როგორ მუშაობს კვანტური ტექნოლოგია ტელევიზორებში?

ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც ასევე ნანო-კრისტალებს ეძახიან. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა განსაკუთრებული ძალა აქვთ და როდესაც მათ შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია ფერთა სიზუსტე.

აღნიშნული კრისტალები 3-დან 6 ნანომეტრამდე ზომებში ვარირებს, ზუსტი ფერის გადმოცემა კი სწორედ მათ ზომაზეა დამოკიდებული. მცირე ზომის წერტილები მწვანე ფერის გადმოცემას ეხმარება, რისი შეგრძნებაც ყველაზე თვალსაჩინოა ბუნების ან სპორტის ყურებისას (მაგალითისთვის, საფეხბურთო მდელო), ამავე დროს, დიდი კრისტალები ბევრად უფრო მკვეთრ და მდიდარ წითელ ფერს გვაძლევენ.

ტექნოლოგიურ დონეზე კვანტური წერტილების მიერ გადმოცემული ფერები ადვილად მართვადია და რაც მთავარია კრისტალების მიერ გამოსხივებული ფერების სიზუსტე ძალიან მაღალი და სიღრმისეულია. ზუსტად ეს მახასიათებელი სამსუნგმა კარგად გამოიყენა HDR ტექნოლოგიის უფრო დასახვეწად. ასევე, კვანტური წერტილები ენერგიას უფრო ეფექტურად მოიხმარს და მწარმოებელს შესაძლებვლობას აძლევს აწარმოოს უფრო მაღალი კონტრასტის მქონე პანელები, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

რა უპირატესობები აქვს QLED ტელევიზორებს?

დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებულ LED ტექნოლოგიის ტელევიზორებთან შედარებით კვანტურ წერტილებზე დაფუძნილი ტელევიზორები უფრო განვითარებულია და დროს ბევრად წინ უსწრებს. გაცილებით უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრის, თეთრის ბალანსისა და კონტრასტის გარდა, QLED ტელევიზორების სიკაშკაშე მაქსიმუმ 2,000 კანდელი/მ2 აღწევს, რაც ბაზარზე ყველანაირ რეკორდს ხსნის. ცალკე აღსანიშნავია ღრმა შავი ფერი, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს ყველაზე ბნელ სცენებშიც დაინახოს გამოსახულების მცირე დეტალებიც კი. ჩქარი გადატვირთვისა და ნელი შეყოვნების შედეგად კი QLED ტელევიზორები ასევე გეიმერებისთვისაა იდეალური, განსაკუთრებით მათთვის, ვინც FPS თამაშებს თამაშობს კონსოლის მეშვეობით.

ამ ყველაფერთან ერთად, რადგანაც კვანტური წერტილები არაორგანული მატერია არის (როგორც ქვები და ალმასები), ის ბევრად უფრო სტაბილური და მყარია. OLED-თან შედარებით კი საგრძნობლად მეტი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა, რომელიც ორგანული მატერიებისგანაა დამზადებული. თუკი დროთა განმავლობაში OLED ეკრანებზე პიქსელები იწვება, QLED-ზე Samsung-ი 10 წლიან გარანტიას იძლევა, რომ მომხმარებელს აღნიშნული პრობლემა არ შეექმნება.

როგორია კვანტური წერტილების ტექნოლოგიის მომავალი?

“კვანტური წერტილების ტექნოლოგია უდიდესი ტემპებით ვითარდება”, ამბობს Hyun-suk Kim – Samsung Electronics-ის ეკრანების ვიზუალური დივიზიის პრეზიდენტი. მისივე თქმით: “აღნიშნული ტექნოლოგია მუდმივი განვითარების სტადიაშია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის ჩვენს მოლოდინებთან შედარებით ბევრად სწრაფად პროგრესირებს”.

ცალსახაა, რომ კვანტური წერტილების ტექნოლოგიას უსასრულო შესაძლებლობები აქვს. მისი გამოყენება არა მხოლოდ ტელევიზორებში, არამედ დრეკად და კეცვად ეკრანებშია შესაძლებელი, ამასთან ერთად სენსორებში, ბიო კამერებში, ხელოვნების ნიმუშებშიც კი, როგორიცაა მაგალითისთვის ნახატები. ეს ყველაფერი მაღალ ტექნოლოგიურ სამყაროში უდიდეს პოტენციალს ხსნის და ვფიქრობ კვანტური წერტილების ტექნოლოგია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაიპყრობს ჩვენს ყურადღებას.

პირველი შავთეთრი ტელევიზორები მანამდე იყო როგორც გაყიდვაში ასევე ხდებოდა ტელე ტრანსლაციებიც. მგონი უფრო დასაზუსტებელია ან საერთოდ ზოგად ჭრილში გადასაწყვეტი. მაგალითად: 50-იანი წლებიდან შავთეთრი ტელევიზორები ფერადმა ჩაანაცვლა.

[R]

განხილვა