in

„ყვარლის ღვინის გვირაბი“ — კახეთის მთავარი მასპინძელი

„ყვარლის ღვინის გვირაბი“, კახეთის მთავარი მასპინძელი, ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს. ესაა „მეღვინეობა ხარებას“ მიერ შექმნილი უნიკალური ღვინის საცავი და ტურისტული კომპლექსი, რომელიც ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს ერთნაირად იზიდავს და მათში დაუვიწყარ ემოციებს იწვევს.

გვირაბი, რომელიც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, 1962 წელს ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესის წარმატებით ჩასატარებლად გაიხსნა. მთელი წლის მანძილზე გვირაბის ტემპერატურა 12-16°C-მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის. გვირაბში არსებული ღვინის ბოთლები განლაგებულია ჰორიზონტალურად ან თავდაყირა მდგომარეობაში იმისათვის, რომ ღვინის დაძველების პერიოდში საცობი მუდმივად სველი იყოს.

ღვინის გვირაბის საერთო სიგრძე 7.7 კილომეტრია, რომელიც ორი მთავარი და ცამეტი დამაკავშირებელი გვირაბისგან შედგება. გვირაბის ორი შესასვლელიდან ერთს ტურისტული დანიშნულება აქვს. მეორე შესასვლელიდან კი იმ ღვინოების მოვლა და დავარგება ხდება, რომლებიც მეტალისა და მუხის ჭურჭელში ინახება.

„ყვარლის ღვინის გვირაბის“ ტურისტულ კომპლექსში სტუმრებს შეუძლიათ, დაათვალიერონ ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება; ასევე, დააგემოვნონ „მეღვინეობა ხარებას“ 50-ზე მეტი დასახელების ღვინო და მონაწილეობა მიიღონ რთველსა და ყურძნის დაწურვაში.

გარდა გვირაბისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენს დიდი რეკრეაციული პარკი, მდინარე, უძველესი ქვევრები, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ტრადიციული პურის საცხობი, ჭაჭის სახდელი, უძველესი მარანი საწნახლითა და ქვევრებით, საკალმახე და ფაცხები. ამასთანავე, სტუმრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ისეთ მასტერკლასებში, როგორიც არის ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა. აქვე მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ ის ვენახები, სადაც 300-ზე მეტი საკოლექციო ვაზის ჯიშია წარმოდგენილი საქართველოს ყველა რეგიონიდან და კუთხიდან.

ტურისტული თავგადასავლის შემდეგ, გვირაბის ტერიტორიაზე, სტუმრებს შეუძლიათ, ეწვიონ რესტორან „ხარებას“ და დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპული კერძები, დატკბნენ ბუნებაში ჩაფლული რესტორნის გარემოთი, რომელიც ერთგვარ ქართულ თავგადასავალს სთავაზობს უცხოელ სტუმარს.

„მეღვინეობა ხარება“ უწყვეტად ცდილობს უძველესი ქართული ტრადიციის – ღვინის რვა-ათას წლიანი ისტორიის გაგრძელებას.

[R]

ეს სტიკერები მიანიშნებს, რისი მომზადება შეიძლება გადამწიფებული პროდუქტებისგან

IKEA-ში AI ჩეტბოტი დაასაქმეს, სახელად BILLIE