in

დაპაუზებული წამი, რომელსაც მაღლივი კორპუსიდან კვარიათის სანაპიროზე მიჰყავხართ

მაღლივი კორპუსის ეს კედელი, თითქოს, პორტალია და ზღვის ნაპირზე გადაჰყავხარ. ეს ადგილი მართლაც არსებობს, კვარიათში და ნინუკას ეს ნახატი შთააგონა. გადმობრუნებული ნავი ზღვის სანაპიროზე – თითქოს მთლიანი სიუჟეტი ერთი დაპაუზებული წამია, რომელიც დაგაფიქრებს, ურბანულ ხმაურს, ნაცრისფერ გარემოს მოგწყვეტს და გონებით სრულიად სხვა სივრცეში გიტაცებს, ისე, როგორც ეს თავად გსურს. ნამუშევარი ნინუკამ პროექტ „ნიკოს“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნა.

 

Bluesky, ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია, App Store-ში ჩაეშვა

მეცნიერები მთვარისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ დროის ზონას შექმნიან