20
მარ
2017

თბილისს ტექნო მუსიკის სამი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ეწვევა!

20 მარ 2017

21 აპრილს, იპოდრომზე, „kvARTali“ წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილ დიჯეებს: Rodriguez Jr, Matador და Paco Ossuna. საღამოს ელექტრონული მუსიკის სამყაროში განსხვავებული ხედვებითა და ინოვაციების სიყვარულით განთქმული ფრანგი ტექნო არტისტი Rodriguez Jr გახსნის.

BOG PLUS

მომდევნო მუსიკოსს ელექტრონული მუსიკის სამყაროში რემიქსების მონსტრის ზედმეტსახელით იცნობენ. მსოფლიოში სახელგანთქმული, ირლანდიელი ტექნო არტისტი Matador ჩვეული ქარიზმატულობით ერთსაათიან ლაივს წარმოადგენს.

kvARTali-ს ივენთს დახურავს Amnezia-ს რეზიდენტი და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ესპანელი ტექნო არტისტი Paco Ossunaიპოდრომის დახურული სივრცე kvARTali-ს სტუმრებს საღამოს 10 საათიდან ელის. უცხოელი ტექნო არტისტების გამოსვლამდე, მაყურებლის წინაშე ქართველი dj გიო შენგელია წარსდგება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ eventer.ge-ზე. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. 18 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან.

kvARTali უკრაინული გამოცდილების მქონე ივენთ მენეჯერების მიერ არის დაფუძნებული. ივენთის ორგანიზებაში ეხმარება ქართულ ბაზარზე გამოცდილი კომპანია The mad fox tales. 

აღსანიშნავია ისიც, რომ kvARTali მსგავს ივენთებს მომავალშიც გამართავს. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით სახელგანთქმული ტექნო არტისტების ჩამოყვანა იგეგმება ყოველკვარტალურად.

განხილვა