2
Apr
2016

ყველა ბილეთი მომგებიანია! – 200 000 პრიზი პალიტრა L-ისგან!

2 Apr 2016

12939169_1140869732612873_348106381_n.png„გამომცემლობა პალიტრა L“ 31 მარტიდან  2 თვის განმავლობაში მკითხველს დიდ სიურპრიზს უმზადებს – ყველას ვისაც უყვარს კითხვა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წიგნები, ვისაც უყვარს მოგება ან  უბრალოდ სიურპრიზები, შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს – იაპონური ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში 2 კაცზე , 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, iPhone 6s და 200 000 წიგნი !

ეს არის პირველი გათამაშება საქართველოში სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია! რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ასეა.  გათამაშება თავისი არსით  უნიკალურია – ერთი, რომ  წიგნებზე (მკითხველისთვის) მსგავსი მასშტაბის გათამაშება არასოდეს ყოფილა და მეორე, ზოგადად  წამახალისებელი გათამაშებების ისტორიაში, პირველად ხდება , რომ  ყველა ბილეთი იგებს  და იგებს ყველაზე ღირებულ ნივთს – წიგნს  !

გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია: მკითხველი 31 მარტიდან წიგნის მაღაზიებში ყოველ 20 ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნებზე) ადგილზე მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, გადაფხეკს გადასაფხეკ ველს, მოიგებს გარანტირებულ პრიზს, წიგნს, აგრეთვე შეავსებს ბილეთის მეორე ნაწილს, ჩააგდებს წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება  4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6 s. აღსანიშნავია, რომ გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია „გამომცემლობა პალიტრა L“-ის ყველა წიგნი, მათ შორის წიგნები ისეთი ბესტსელერი სერიებიდან როგორებიც არის „100 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო,სანამ ცოცხალი ხარ“, „სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული“, ლიბერთინსის წიგნები, ენციკლოპედიები,საბავშვო ლიტერატურა და სხვა.

გათამაშების მთავარი  სლოგანია #იკითხედამოიგებ
გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ როგორც სპეციალურ ვებ გვერდზე www.palitral.ge/lottery ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.

გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე. ტელეკომპანია Palitra News-ისა და „რადიო პალიტრას“ პირდაპირ ეთერში.

 [R]

განხილვა