in ,

“ხლოპიების ამხანაგები”, ყველაფერი ერთში წარუმატებელი აღმოჩნდა!

xlopiaკელოგს შეიძლება შექმნოდა პრობლემები საზღვარგარეთ მაგალითად ინდოეთში, მაგრამ მას პრობლემები სახლშიც არ აკლდა, განსაკუთრებით ახალ პროდუქტ „ხლოპიების ამხანაგებთან.“

იდეა იყო მარტივი. „ხლოპიების ამხანაგები“ იყო პატარა შეკვრა კელოგსის ხლოპებით, რომელსაც კონტეინერი რძე და პლასტმასის კოვზი მოყვებოდა. შემოთავაზება ხელსაყრელი იყო განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკაში სამუშაო საათების რაოდენობა გაიზარდა და მოსახლეობა სწრაფ კვებაზე იყო გადასული.

კელოგს სჯეროდა რომ „ყველაფერი ერთში“ საუზმე ყველასთვის მისაღები პროდუქტი გახდებოდა. მიუხედავად კელოგსის დიდი მცდელობებისა ახალმა პროდუქტმა არა ერთი კრახი განიცადა. 1999 წელს პროდუქტი სამუდამოდ ამოიღეს გაყიდვიდან. მიზეზი თუ რატომ ვერ მოიგო ახალმა პროდუქტმა მყიდველთა გული ყველასთვის მარტივად გასაგებია. რამოდენიმე მთავარი მიზეზი რატომაც არ გაამართლა „ხლოპიების ამხანაგებმა“.

• პირველი ფაქტორი: ცხელი რძე. იმის გამო, რომ „ხოპიების ამხანაგები“ სწრაფი კვების პროდუქტი იყო მაცივარი არ ჭირდებოდა. რძის ამჟავების თავიდან ასაციებლად, რძე სპეციალურ პაკეტში იყო შენახული, რის გამოც ის თბებოდა. მყიდველებს თბილი რძე თავიანთ საუზმეზე არ მოწონდათ.
• მეორე ფაქტორი: ცივი რძე. იმის გამო, რომ მყიდველებს ცივი რძე ერჩივნათ კელოგსმა გადაწყვიტა ხლოპიები მაცივარში მოეთავსებინა, ამ შემთხვევაში რძე გაცივდებოდა და კლიენტი კმაყოფილი დარჩებოდა. რობერტ მაკმატმა თავის წიგნში „რაზე ფიქრობდნენ?“ წერს, რომ ხლოპიების მაცივარში მოთავსებამ მყიდველები დააბნია, რადგან ხლოპიების საყიდად მისული მომხმარებელი მაცივარში მას ძებნას არ დაუწყებს.
• მესამე ფაქტორი: რეკლამა. თითქოს მომხმარებელი უკვე საკმარისად დაბნეული არ იყო ახალი ხლოპიების შეძენის ადგილმდებარეობით, როცა კელოგსმა ისინი რეკლამით კიდევ უფრო დააბნია. რეკლამაში ბავშვები იმზადებდნენ საუზმეს მაშინ,  როცა მშობლებს ეძინათ. სინამდვილეში „ხლოპიების ამხანაგები“ სულაც არ იყო ბავშვებისთვის, თუ მშობლები ბავშვებს მარტო დატოვებდნენ საუზმის მოსამზადებლად ბოლოს ყველგან მიმოსხმული რძე მშობლებს ან აატირებდა ან ნერვებს მაინც მოუშლიდა.
• მეოთხე ფაქტორი: გემო. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი მაცივარში ინახებოდა, მომხმარებლებს ის ან სამუშაოზე ან ქალაქ გარეთ მიქონდა. მოკლედ თბილი რძით საშინელი გემო ჰქონდა.
• მეხუთე ფაქტორი: ფასი. საცალო გაყიდვის გამო, ბევრ მომხმარებელს „ხლოპიების ამხანაგების“ ფასი ეძვირებოდა.

ყველა ამ ფაქტორებმა ბრენდის წარუმატებლობა გამოიწვია. 2 წლის შემდეგ დახლიდან თუ მაცივრებიდან ამოიღეს კელოგსის პროდუქტი. თუმცა კიდევ არის ერთი მიზეზი რატომაც ვერ შეძლო კელოგსმა საუზმის ტრადიციაში რევოლუციის მოხდენა. ხელსაყრელი პროდუქტი საკმარისად ხელსაყრელი არ აღმოჩნდა.

2000 წელს newsweek  წერს: „ხალხს იმის დროც არ აქვს, რომ უმარტივესი საუზმე მოიმზადოს. NPD Group–ის  გამოკვლევის მიხედვით ამერიკელების უმრავლესობა დიდი სიამოვნებით შეიყვანდნენ საუზმეს ორგანიზმში აცრის სახით.“ შეიძლება „ხლოპიების ამხანაგები“ იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ საუზმე თან წაგვეღო, მაგრამ მათ მაინც ჭირდებოდათ რძის მოსხმა, და ძვირფასი დროის მისი პატარა კოვზით ჭამაზე დახარჯვა.

kelloggs-nutrigrain-barsშეუძლებელია თან მანქანა ატარო და თან რძიანი ხლოპიები ჭამო. კელოგსის წარმატებული საუზმის შემცვლელ Nutri-grain –საც აწარმოებს, რომელიც „ხლოპიების ამხანაგები“–საგან განსხვავებით უფრო ხელსაყრელია, რადგან ის თბილ რძეს არ შეიცავს.

რა უნდა ვისწავოთ კელოგსისგან:

• მომხმარებელს არ უყვარს თბილი რძე თავიანთ ხლოპიებზე.
• არ აურიო შენი შეტყობინებები. ერთის მხრივ კელოგსის პროდუქტის გამოყენება ყველგან შეიძლებოდა, მეორეს მხრივ მათ მაცივარი ჭირდებოდათ.
• ერთ რამეში მაინც იყავი საუკეთესო. „ხლოპიების ამხანაგების“ წარუმატებლობა იმან გამოიწვია, რომ მასზე გემრიელი ხლოპიებიც არსებობდა, ასევე საუზმის ფილები უფრო სწაფი იყო.
• პროდუქტი სწორ ადგილას გაყიდე. „ხლოპიების ამხანაგები“ უფრო ხლოპიები იყო ვიდრე რძის პროდუქტი. მყიდველები მის ნახვას სხვა ხლოპიების გვერდით ელოდებოდა.
• არ გაყიდო ძვირად. მყიდველი არ გადაიხდის ერთ პორციაში იმდენივეს, რამდენიც მთელი შეკვრა სხვა ხლოპიები ღირს.

Sony Betamax

ყვეელაზე ინოვაციური პროდუქტი, რომლითაც არასდროს დასველდებით