in

მათთვის, ვინც ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა! – როგორ „იწინასწარმეტყველეს“ ეროვნული ნაკრების გამარჯვება

და დიახ, აწი ყველაფერი იქნება სხვანაირად!

ეს ამბავი ეძღვნებათ მათ, ვისაც გულშემატკივრობის მნიშვნელობა და სიამოვნება ყველაზე კარგად ესმით. ვისაც ჯიუტად სწამს, რომ ერთ დღესაც ბრძოლა ღირსეულ შედეგს მოიტანს, ვინც ქომაგობს ნებისმიერ დროს და ვინც ყველას თავგამოდებით უმტკიცებს, რომ დიახ, საქართველო ფეხბურთის დიდ სცენებზე იქნება. მათ სჯეროდათ იმის, რაც ახლა უკვე ყველამ იცის. 2022 წელს, საქართველოს ბანკმა, ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც რიგითი გულანთებული გულშემატკივარის შემართებას გვიზიარებდა.

ამ ვიდეორგოლს 2 წლის შემდეგ რომ უყურებ, გიჩნდება განცდა: „ვიცოდით! ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით!“. და მაინც, იმდენად დიდი იყო მოლოდინი და ბრძოლა, რომლის ბარიერებსა და იმედგაცრუებებში გადალახვაც ყველას ერთად გვიწევდა, უნებლიე ცრემლებმა ერთიანად წაგვლეკა ყველა. ვტირით, ვიცინით და გვიხარია ერთად, რომ ახლა რაიმესი კი არ გვჯერა, არამედ – ვიცით!

 

როგორია სწავლა Miami Ad School Europe-ში – გაეცანი საქართველოს ბანკისა და MASE-ს სტიპენდიატის გამოცდილებას

რა არის პერსონალური ბრენდინგი და როგორ უნდა შევქმნათ ის