Microsoft-მა Windows 11-ში დიდი ცვლილებები შემოგვთავაზა, ოპერაციული სისტემის პირველი დიდი განახლება უკვე თქვენს ლეპტოპებსა და დესკტოპებზეა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია ისიც, რომ მალე Windows 11-ის იუბილე იქნება. გაშვებისას კი ახალმა ოპერაციულმა სისტემამ ათობით ახალი ფუნქცია გააცოცხლა, მათ შორის განახლებული ინტერფეისი, ე. წ. ვიჯეტები, უფრო ხელმისაწვდომი Microsoft Teams-ის გამოცდილება, მრავალი დესკტოპი, ჯგუფები, Snap Layouts და Android აპლიკაციები.
მოდით, უფრო კონკრეტულად განვიხილოთ:
Windows 11-ის განახლება აადვილებს კომპიუტერის გამოყენებას
Windows 11-ის ახალი განახლება დაამატებს უფრო სწრაფ და ზუსტ ძიებას Start მენიუში, სწრაფ პარამეტრებსა და ვიჯეტების დაფაზე. უკვე ოქტომბრისთვის კი ახალ ოპერაციულ სისტემას ის ფუნქცია დაემატება, რომელსაც დიდი ხანია ითხოვდნენ — ჩანართები File Explorer-ში.
Windows 11-ს ახლა უფრო პროდუქტიული ხელსაწყოები აქვს
დიახ, ამოქმედდა ფუნქციებიც, რომლებიც მორგებულია მრავალი საქმის მქონე ადამიანებზე. ამ განახლებით, Snap Layouts გაუმჯობესებული სენსორული ნავიგაციითა და Microsoft Edge-ში ბრაუზერის მრავალი ჩანართის არსებობით უფრო მრავალმხრივიცაა.
თქვენი ყურადღების გაფანტვის შესამცირებლად კი განახლება Focus სესიებსა და Do Not Disturb რეჟიმს წარმოგიდგენთ. Microsoft-ის თანახმად, როდესაც თქვენ Focus-ის ახალ სესიას იწყებთ, Windows Do Not Disturb-ის რეჟიმს ავტომატურად ჩართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეტყობინებები აღარ მოგივათ. Focus საათის აპლიკაციასაც აუმჯობესებს, წამმზომებით, რომლებიც შეგახსენებთ, თუ როდის უნდა შეისვენოთ.
Windows 11 განახლება ახალ ფუნქციებს გთავაზობთ
ახლა უკვე Narrator-ზე ვისაუბროთ — Windows 11-ის ჩაშენებული ეკრანის მკითხველია, რომელიც უფრო ბუნებრივ ხმას იღებს და მეტყველების ფუნქციას აუმჯობესებს. ამას გარდა, სისტემაში LIVE წარწერები ეკრანის ზედა ნაწილში და კამერის ქვეშ გამოჩნდება, თუმცა მომხმარებლებს მათი გადატანა ეკრანის ბოლოში ან ცალკე ფანჯარაშიც შეეძლებათ. აუდიო კი LIVE წარწერების ტრანსკრიფციაში დაგეხმარებათ.
ხმოვანი წვდომა უკვე არსებულ ბრძანებებს აუმჯობესებს, რაც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ თქვენი კომპიუტერი და ავტორის ტექსტი. ხოლო, პირველად, როცა ხმოვან წვდომას გამოიყენებთ, ინტერაქციულ გაკვეთილს შემოგთავაზებენ, რათა თქვენი ხმით კონკრეტული ამოცანების შესრულება შეძლოთ. თუ იგი სიტყვას ვერ ამოიცნობს, უკუკავშირსაც მალევე მოგაწვდით.
ჭკვიანი აპლიკაციების კონტროლი და უსაფრთხოება
Windows 11-ზე ჩამოტვირთვის დროს სმარტ აპლიკაციის კონტროლი უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგცემთ. ინსტრუმენტი არასანდო და არაავტორიზებულ აპლიკაციებსა და თქვენი კომპიუტერისთვის პოტენციურად ზიანის მომტან ფაილებს ბლოკავს. ფუნქცია ზუსტად იმ ხელოვნურ ინტელექტზეა აგებული, რომელზეც Windows Defender Application Control და იგი როგორც პირად, ისე ბიზნეს საქმეებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
Microsoft Defender SmartScreen-ს კი ახლა უკვე იმის იდენტიფიცირება შეუძლია, თუ როდის შედიხართ საზიანო აპლიკაციებსა თუ საიტებზე, რის გამოც იგი გაფრთხილებასაც გამოგიგზავნით. განახლება Hypervisor-ით დაცულ კოდის მთლიანობასა და Microsoft-ის დაუცველი სივრცეების სიაზეც გაძლევთ წვდომას, ამასთან, პირად უსაფრთხოებას აუმჯობესებს და განახლებებში პაროლის მართვასაც ამარტივებს.
უკეთესი ვიდეო ზარები და კონტენტის შექმნის ხელსაწყოები
გაშვებისას Windows 11-მა Microsoft Teams უფრო ხელმისაწვდომიც გახადა. უახლესი განახლება Windows Studio Effects-ს წარმოგიდგენთ, რომელიც აუდიო და ვიდეო ზარებს აუმჯობესებს. Windows Studio-ს კამერა Voice Focus-ს იყენებს, რათა საუბრისას შემომავალი ხმები გაფილტროს. ამასთან, უკანა ფონის დაბინდვის ხელსაწყოს Eye Contact-ს იმისათვის, რომ კამერაში უკეთ გამოიყურებოდეთ. Automatic Framing კი ნაკლებად მოძრავი კადრის არსებობას უზრუნველყოფს.
საინტერესოა ისიც, რომ Windows 11-ის ახალ განახლებას ვიდეო რედაქტირების აპლიკაცია Clipchamp-იც დაემატა.
სათამაშო და ანდროიდ აპლიკაციები
Controller-ის ზოლით Windows 11-ის განახლება თამაშებზე წვდომას აადვილებს. ეს Xbox Game Bar-ის განახლებულ სახეს გვთავაზობს, რათა თამაშებზე უფრო სწრაფი წვდომა გვქონდეს. Microsoft-ის თქმით, განახლება თამაშის ხარისხსაც გაზრდის, ნაკლებად შეგაყოვნებთ და ამასთან, Auto HDR-ს და Variable Refresh-საც განბლოკავს.
მეტიც, გეიმერებს Microsoft Edge-ში ახალი საწყისი გვერდის ნახვა შეუძლიათ, რომელიც პერსონალიზებულ ისტორიებს შეიცავს, აქვს მარტივი წვდომა Xbox Cloud Gaming ბიბლიოთეკასა და ბოლო დროს ჩართულ თამაშებზე. Clarity Boost-ის ჩაშენებული ფუნქცია კი უფრო მკვეთრ გრაფიკას უზრუნველყოფს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალმა OS-ის პარტნიორობამ Amazon-თან Android აპლიკაციები Windows კომპიუტერებამდე მიიტანა. შედეგად კი, აპლიკაციებისა და თამაშების რაოდენობა 20 000-ს აღწევს.
უფრო მწვანე მომავალი
Windows 11-ის უახლესი განახლება თქვენი მოწყობილობების ნახშირბადის ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად. მაგალითად, როცა კომპიუტერი ჩართულია, დაკავშირებულია ინტერნეტთან და ხელმისაწვდომია რეგიონალური ნახშირბადის ინტენსივობის მონაცემები, Windows განახლებებს დღის მანძილზე გააკეთებს, რათა ემისიების რაოდენობა შეამციროს. Microsoft-მა ამ მიზნით, ძილისა და ეკრანის პარამეტრებიც კი შეცვალა…