in

ყველაფრის უკან შენ ხარ – დედის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი

დედის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი როლი უჭირავს დედებს ჩვენს ცხოვრებაში. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან – ჩვენს პირველ ნაბიჯებში, პირველ წარმატებებსა და სირთულეებში. მათი მზრუნველობა და სიყვარული მუდმივად გვიცავს, თუმცა ხშირად ისინი თავად რჩებიან კადრს მიღმა.

სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის დედის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი, რომელიც დედის შეუმჩნეველ, მაგრამ გადამწყვეტ როლს გვიჩვენებს.

ჩვენ ყველას გვაქვს ფოტოალბომი, სადაც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი და მნიშვნელოვანი მომენტებია აღბეჭდილი – პირველი ნაბიჯები, დაბადების დღეები, სკოლის გამოსაშვები საღამოები, წარმატებები და ბედნიერი წუთები. მაგრამ ამ კადრების მიღმა, როგორც ცხოვრებისეულად, ისე პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველთვის ჩვენი დედები დგანან. ისინი არიან ის ადამიანები, ვინც პირველივე დღიდან გვიფრთხილდებიან, გვიღებენ ფოტოებს და აღბეჭდავენ ჩვენს ისტორიას, თუმცა თავად ხშირად არ ჩანან.

თითოეული კადრის უკან, სადაც ბედნიერებისა და განვითარების მომენტებია აღბეჭდილი, დედა დგას – უხილავი, მაგრამ ყოველთვის ჩვენი საყრდენი.

დედები ზრუნვას ჯერ კიდევ მაშინ იწყებენ, როცა ახალი სიცოცხლის მოლოდინში არიან. ამ პერიოდში მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა და უსაფრთხო გარემო სჭირდებათ – სივრცე, სადაც როგორც მათი, ისე მომავალი თაობის კეთილდღეობა იქნება დაცული.

სწორედ ამ ხედვით განახლდა ჟორდანიას სამშობიარო ცენტრი და გაიხსნა სამეანო განყოფილებაც – ადგილი, რომელიც იმ ადამიანების სამსახურშია, ვინც სიცოცხლეს გვჩუქნის.

ბრენდის ისტორია 1958 წლიდან იწყება. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი წლების განმავლობაში წამყვანი დაწესებულება იყო რეპროდუქციული მიმართულებით, ხოლო შემდეგ გადაწყდა სამშობიარო ცენტრის გახსნაც, რათა დედებისა და ახალშობილებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო შექმნილიყო.

„ეს მხოლოდ ახალი სამედიცინო დაწესებულება კი არა, ჩვენი ვალდებულებაა – შევქმნათ სივრცე, სადაც დედები თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად იგრძნობენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დედობის გზა იყოს უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი.

გვჯერა, რომ დედობა უდიდესი ძალა და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია. ამიტომ, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისით, პროფესიონალური გუნდითა და განსაკუთრებული ზრუნვით უზრუნველვყოფთ დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.”

[პარტნიორის კონტენტი]

Apple M3 ჩიპის მქონე iPad Air-ს უშვებს

„როცა სურვილებს ვერ ანაწილებ” – თიბისი განაწილების სპეციალური შეთავაზება მარტის თვეში