in

ყველაფერიც გამოგივა

8 მარტი გვიახლოვდება და საკუთარი თავისთვის თუ არა, სხვებისთვის ალბათ უკვე დაიწყე საჩუქრების შერჩევა. თუმცა მოდი, წელს ყვავილებით და შოკოლადებით ნუ შემოიფარგლები.

გიფიქრია იმაზე, როგორი საჭიროა მანქანაში დამქოქი კაბელი ან რომ დრელის გამოყენება ქალებსაც შესანიშნავად გამოსდით?! თუ ქალებისთვის სასურველ საჩუქრებად წითელ ვარდებს უფრო მოიაზრებდი, ვიდრე, მაგალითად, კრივის ხელთათმანებს, ეს ბლოგი ყველაფერს სხვანაირად დაგანახებს.

იმიტომ, რომ ყველაფერიც გამოგივა! – მანქანის შეკეთებაც, კრივის შესწავლაც, „კაცური ტვინის“ დამარცხებაც და ექსტრემალური სპორტიც. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თავად გადაავლე თვალი რე|ბანკის შერჩეულ ნივთებს და ამოირჩიე, რომელი გჭირდება ან სჭირდება ადრესატს ყველაზე მეტად.

აბა, დავიწყეთ:

იდეა #1

ეს საჩუქარი ძალიან გაახარებს იმას, ვისაც საბრძოლო ხელოვნება უყვარს. Veli.Store-ზე კრივის ხელთათმანებს 134 ლარად შეიძენ და იცი, რა არის ყველაზე მთავარი? ტოპ|ქარდით ამ და სხვა ნებისმიერ შენაძენს 3 თვეზე თანაბრად გადაანაწილებ.

იდეა #2

ელექტრო გიტარაზე თუ დაგიკრავს? სასურველი საჩუქრის არჩევას უფრო გვიმარტივებს ტოპ|ქარდის ახალი პარტნიორი, მუსიკის სახლიც. აარჩიე სასურველი მუსიკალური ინსტრუმენტი თუ აქსესუარი, ყველა გადახდა ტოპ|ქარდით 3 თვეზე გადანაწილდება, რა თქმა უნდა, ეფექტურ 0%-ად.

იდეა #3

თუ სახლში ბევრი საქმე მოგიგროვდა და DIY ტექნიკა გჭირდება, ამისთვის საუკეთესო გზა Domino-ში ტოპ|ქარდით შოპინგია, შეგიძლია იპოვო საჭირო ხელსაწყო, ინსტრუმენტების ნაკრები და სხვ. შენს გადახდებს კი აქაც 3 თვეზე გადაანაწილებ.

იდეა #4

იქნებ პროგრამირება გაინტერესებს და სასწავლო კურსის დაწყებას ფიქრობ? სმარტ აკადემიაში Python დეველოპმენტის კურსს ტოპ|ქარდით თვეში მხოლოდ 430 ლარად გაივლი.

იდეა #5

სამაგიდო და შემეცნებითი თამაშებიც არ უნდა იყოს ცუდი იდეა, არა? ვენდუზე ნებისმიერი ინტერესისა თუ მახასიათებლის თამაშს იპოვი და გონივრულადაც გადაანაწილებ 3 თვეზე.

იდეა #6

მანქანა რომ შემთხვევით სადმე გაგიჩერდეს, დამქოქი კაბელი ხომ აუცილებლად უნდა გქონდეს? ოტო მოტორსში ტოპ|ქარდით გადახდილ თანხას აქაც 3 თვეზე გადაანაწილებ.

იდეა #7

ელექტრო სკუტერით გადაადგილება ამ ქალაქში თანდათან უფრო საჭირო ხდება, თბილი სეზონიც გვიახლოვდება და ყველაზე გონივრული შენაძენის დროც მოდის. Pitstop Moto-ში ჩაფხუტსაც შეარჩევ და ღირებულებას 3 თვეზე გაანაწილებ.

თუ საერთოდ სხვა ჩანაფიქრი გქონდა ამ დღის საჩუქრებისთვის, დაათვალიერე რე|ბანკის პარტნიორების შეთავაზებები და გადაანაწილე ყველა გადახდა თვეებზე ტოპ|ქარდით.

თუ ჯერ არ გაქვს ტოპ|ქარდი ნუ გადადებ, მოითხოვე ონლაინ და თბილისში სასურველ მისამართზე უფასოდ მიიღებ.

[R]

როგორ გავაჯანსაღოთ ტელეფონთან ურთიერთობა?

სიყვარულით, „ავერსი“