in

ერთი ჩვევა, რომლითაც თავს ყველას მოაწონებთ — Yale-ის ექსპერტი

ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, თუ რა ხდის სხვა ადამიანებს სხვებისთვის მარტივად მოსაწონს? ან როგორ უნდა მოანდომოთ ადამიანებს თქვენ ირგვლივ ყოფნა, რომ იმუშაონ თქვენთან ერთად ან მიჰყვნენ თქვენს ლიდერობას? შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ეს ქარიზმის დამსახურებაა, რომელიც ზოგს აქვს და ზოგს არა. სინამდვილეში კი საქმე მეტად მარტივადაა და ეს ერთ პატარა ჩვევას უკავშირდება…

მაგნიტურობის მიღმა არსებული საიდუმლოა, ყოველი შემთხვევისთვის The Happiness Track-ის ავტორი და Yale-ის ექსპერტი ემმა სეპალა ასე გვეუბნება. ამბობს, რომ ე. წ. პოზიტიური პრაქტიკებია ყველაფერში დამნაშავე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მადლიერებისა და ზრუნვის მცირე ჟესტებმა სხვა ადამიანების მიმართ, შესაძლოა, მეტად მოსაწონ, მაგნიტური მიზიდულობის მქონე ინდივიდად გაქციოთ. 

ამ პოზიტიური პრაქტიკის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი სხვების მიმართ გულწრფელი ინტერესის ჩვენებაა, რაც გამართლებულია ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი პირისთვის, იქნება ეს კონსულტანტი, თანამშრომელი, ოჯახის წევრი თუ მეგობარი. ეს ისედაც აშკარა ქმედებადაც შეიძლება, გესახებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში იმდენად ვართ ჩვენივე პრობლემებით მოცულნი, რომ სხვები გვავიწყდება. 

კიდევ ერთი დადებითი პრაქტიკა საკუთარი თავისთვის იმის შეხსენებაა, რომ როცა ადამიანები ნაკლებად მეგობრულად არიან განწყობილები, შესაძლოა, ამას თავიანთი წარსული გამოცდილებების გამო აკეთებდნენ. ხოლო, როცა მათ მიმართ ცნობისმოყვარეობას გამოიჩენთ და ყურადღებიანებიც იქნებით, შეძლებთ ამ ადამიანის მთელი დღის შეცვლას და ასე ურთიერთობასაც გააუმჯობესებთ.

პოზიტიური ემოციები გადამდებია

რატომ აქვს ასეთ პატარა ცვლილებებს ამხელა გავლენა? სწორედ იმიტომ, რომ ემოციები გადამდებია, იქნება ეს ცუდი თუ კარგი, როგორც ეს მრავალმა კვლევამ გვაჩვენა. თუ დასტრესილი და უგუნებოდ ხართ, სხვებსაც ამგვარი ქმედებისკენ უბიძგებთ და, პირიქით. პოზიტიური ემოციები კი ჩვენს საუკეთესო ვერსიას ავლენს, უფრო მკაფიოდ ფიქრში გვეხმარება, ერთმანეთსაც უკეთ ვუკავშირდებით და მეტად შემოქმედებითიც ვართ. ხოლო ემოციურად უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა მეტად ღია ადამიანებად წარმოგვაჩვენს, სხვებთანაც უფრო მარტივად ვამყარებთ კონტაქტს და ჩვენი ურთიერთობებიც უმჯობესდება. 

ამიტომაც Yale-ის ექსპერტი ზრუნვის პატარა რიტუალების დამკვიდრებას გირჩევთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში — ეს შეიძლება იყოს მეგობრის მოკითხვა ყოველ ორშაბათს, მადლობის მოკლე წერილის დაწერა ან დღის დასრულება თქვენს მარტო მცხოვრებ ნათესავთან რამდენიმე წუთიანი სატელეფონო საუბრით.

კარგი იქნება, თუ ამ პატარა ჟესტებს ჩვევად აქცევთ, რეგულარულად გააკეთებთ ზედმეტი ფიქრის გარეშე, რომელიც გამუდმებით იარსებებს თქვენს გრაფიკში. ასე პოზიტივის ძალას თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებთ, ურთიერთობებს გააუმჯობესებთ, საკუთარ განწყობასაც აიმაღლებთ და სხვებისთვის მარტივად მოსაწონიც გახდებით.

DataFest Tbilisi 2025-ის პროგრამა ცნობილია – რა გველის წელს მონაცემთა ფესტივალზე

Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა