in

ასტრონომებმა სამყაროში ყველაზე დიდი მაგნიტური ველების ნიშნები აღმოაჩინეს

სამყარო სავსეა მაგნიტური ველებით. მართალია, რეალურად ელექტრულად ნეიტრალურია, მაგრამ ატომები შეიძლება დადებითად დამუხტულ ბირთვებად და უარყოფითად დამუხტულ ელექტრონებად იქცეს. ხოლო, როცა ეს პროცესი აჩქარებულია, ისინი მაგნიტურ ველებს ქმნიან. ფართო მასშტაბზე მაგნიტური ველების ყველაზე დიდი წყარო ვარსკვლავთშორისი პლაზმის აფეთქებებიდან მოდის. მაგრამ იგი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზეც შეიძლება არსებობდეს… 

M2
M2

აქ ე. წ. კოსმოსურ ქსელზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც იმდენად იონიზირებულია, რომ დიდი, მაგრამ მკრთალი შიდაგალაქტიკური მაგნიტური ველების შექმნა შეუძლია. ყოველი შემთხვევისთვის, თეორია ამას გვეუბნება. ახალი კვლევა კი მათ პირველად შეისწავლის. მართალია, ჯერ არ შეგვიძლია დავადგინოთ ის მაგნიტური ველები, რომლებიც მილიონობით სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული, მაგრამ შეგვიძლია მათ ეფექტებსა და დამუხტულ ნაწილაკებს დავაკვირდეთ. 

როცა ელექტრონები და სხვა ნაწილაკები მაგნიტურ ველში ბრუნავენ, ისინი რადიო ნათებას ასხივებენ. მათი დახმარებით კი ასტრონომებს გალაქტიკური მაგნიტური ველების რუკის შედგენა შეუძლიათ. თუმცა რადიო გამოსხივება იმდენად სუსტია, რომ მათი დადგენა მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენს. ამ საკითხის გადასაჭრელად კი მკვლევრები პოლარიზებულ რადიო ნათებაზე ფოკუსირდნენ, რომლის დადგენა მეტად მარტივია. 

კონკრეტულად, მათ არსებული ყველა რადიო რუკა გამოიყენეს, როგორებიცაა Global Magneto-Ionic Medium Survey, Planck Legacy Archive, Owens Valley Long Wavelength Array და Murchison Widefield Array. შემდგომში კი ისინი მიღებულ მონაცემებს შეადარეს, რითაც პოლარიზებული რადიო სიგნალის დადასტურებაც მოახერხეს, რომელსაც სწორედ კოსმოსური ქსელი ასხივებდა. 

თუმცა მიღებული შედეგები უბრალოდ კოსმოსური ქსელის მაგნიტური ველების პირველად დადგენით კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ძლიერ მტკიცებულებასაც გვთავაზობს გალაქტიკათაშორისი შეჯახებების მიერ გამოწვეული ტალღების შესახებ. მართალია, ეს ტალღები კომპიუტერულ სიმულაციებში ადრეც უნახავთ, მაგრამ ეს პირველი სამხილია იმისა, რომ მსგავსი რამ რეალურადაც არსებობს… 

სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს რობოტი ფოკუსირებაში ეხმარება — კვლევა

როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან