in

2023 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები ონლაინ

აბა, დაფიქრდით, წელს ყველაზე ხშირად რომელი პროდუქტი გამოიწერეთ ქართული საიტებიდან? და რა პროგნოზები გაქვთ? ერთ მინიშნებას მოგცემთ, რომ ეს ტრენდებს, ასე თუ ისე, პირდაპირ უკავშირდება. შესაბამისად, ამ ჩამონათვალში დაისონითა და ორმაგი მინის ჭიქებიდან დაწყებული, ტუალეტის ქაღალდებამდე, ყველაფერი შეგხვდებათ. სელპაკის სალფეთქები რომ ტრენდი არ არის, ეს ჩვენც ვიცით, თუმცა ეს ონლაინ პლატფორმების პრაქტიკულობაზე მიგვითითებს…

ჩვენ Veli.Store-ს, Extra.ge-სა და Popmart.ge-ს გავესაუბრეთ, ვკითხეთ, თუ რომელი იყო 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები ონლაინ და ასეთი ჩამონათვალი მივიღეთ:

ველი სთორი — გიორგი ბერეჩეკიძე, ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი:

1. Ninja-ს აეროგრილი

2. Dyson

Ნინჯას და დაისონის ყველა პროდუქტი ველიზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამის მიზეზი შეიძლება ნაწილობრივ ისიცაა, რომ ციფრულ არხებში ყველგან ველი გვხვდება — იქნება ეს სახლის, მზადების ჯგუფები თუ გუგლის საძიებო სისტემები.

3. ტუალეტის ქაღალდი 32-იანი შეფუთვა 

ნებისმიერი, პაპია, სელპაკი, კრიალა, ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა, იყიდება ძალიან დიდი რაოდენობით — ეს ველის პრაქტიკულობაზე მიუთითებს, არავის არ უხარია დიდი მოცულობის შეფუთვების მაღაზიებიდან ტარება, არადა, ტუალეტის ქაღალდი აუცილებლად უნდა მოიმარაგოს, ამიტომ ყიდულობს ველიდან. 

4. წიგნები

უამრავი წიგნი გვაქვს ველიზე, როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი. სასაჩუქრედ ძალიან კარგი და მარტივი არჩევანია, განსაკუთრებით ჩვენი ექსკლუზიური ინგლისურენოვანი წიგნები. მეორე წელია უკვე წიგნების ფესტივალის პარტნიორებიც ვართ და წიგნის მკითხველმა ისე გაგვიცნო, როგორც ადგილი, სადაც წიგნებს აღმოაჩენ. 

5. Freeza მინი მაცივარი

რადგან ველი საჩუქრების შერჩევის საუკეთესო პლატფორმად აღიქმება და ასეც პოზიციონირდება, ეს პროდუქტიც ჩვენი მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეული საჩუქარი და ტოპ გაყიდვადი ნივთია. 

ხოლო CMO მარიშა გოგოლაური Extra.ge-ის 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ტოპ 5-ს გვიზიარებს:

1. Apple AirPods 2 დამუხტვის ქეისით

Apple H1 ყურსასმენის ჩიპი, რომელიც უფრო სწრაფ კავშირს და მაღალი ხარისხის ხმას უზრუნველყოფს. 

2. Deerma-ს ხელის მტვერსასრუტი

მულტიფუნქციური მტვერსასრუტი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ტიპის ზედაპირზეა შესაძლებელი როგორც იატაკის, ასევე, ავეჯის გაწმენდისას. 

3. Touch-ის მარკერები 

მარკერები არის წყალზე დაფუძნებული, არატოქსიკური, არ დღაბნის ქაღალდს და ქმნის აკვარელის ეფექტს. შესაძლებელია სხვადასხვა ჩრდილებისა და ტექსტურის შექმნა. 

4. French House მინის ორმაგი ჭიქა 

ფრანგული სახლის შუშის ორმაგი ჭიქა პოპულარული არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ელეგანტურ და ფუნქციურ ჭურჭელს. 

5. Ninja-ს აეროგრილი

პოპულარული სამზარეულოს მოწყობილობა, რომლის დახმარებით შესაძლებელია ჯანსაღი საკვების სწრაფად და ნაკლები ცხიმით მომზადება. 

რაც შეეხება Popmart.ge-ის 2023 წლის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებს, ამაზე  მარკეტინგის მენეჯერი თამარ კვარაცხელია გვესაუბრა:

1. გერმანული ბრენდის გრეცის მტვერსასრუტი

პროდუქტი ბიუჯეტურია და მომხმარებლის მხრიდან აქვს პოზიტიური უკუკავშირი, რაც მოთხოვნადს ხდის მას, ამიტომაც იგი ხშირად ლიდერობს საიტზე.

2. Marshall acton III 

მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი ნივთია, რომელიც ხშირად ხვდება „პოპ დეის ქეშბექ“ აქციაში.

3. iPhone 15Pro 

4. საქანელა სავარძელი

ეს ნივთი ხშირად ხვდება ექსკლუზიურ შეთავაზებებში პოპმარტზე, საიტზე მისმა საუკეთესო ფასმა და მრავალფეროვანმა არჩევანმა გამოიწვია 5 ტოპ გაყიდვად პროდუქტს შორის მოხვედრა. 

5. ბოშის უსადენო მტვერსასრუტი

ხელის მტვერსასრუტი მაღალი პოპულარობით სარგებლობს Popmart.ge-ის მომხმარებლებში, საუკეთესო ფასისა და ნივთის პრაქტიკულობიდან გამომდინარე, საიტზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორის გვხვდება.

ელექტრომობილების ახალი ბრენდები ქართულ ბაზარზე – ექსკლუზიური წარმომადგენელი, E-Motors Georgia მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის

სად შევხვდეთ 2024 წელს?