in

ჩააბარებთ „მსოფლიოში ყველაზე მოკლე IQ ტესტს“?

სულ 3 კითხვას უნდა უპასუხოთ

M2
M2

თქვენივე ცოდნის გამოცდა თუ გიყვართ და რამდენიმე წუთიც გაქვთ, პატარა Cognitive Reflection Test-ს (CRT) შემოგთავაზებთ, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მოკლე IQ ტესტად მიიჩნევენ. ასე კი იმიტომ ფიქრობენ, რომ მხოლოდ 3 კითხვისგან შედგება. თუმცა ძალიან ახალიც არ არის, ეკონომიკის პროფესორმა შეინ ფრედერიკმა 2005 წელს შემოგვთავაზა. ამბობენ, რომ უფრო მეტად შეჩერების, დაფიქრების და სიღრმისეული აზროვნების უნარებს ეხება. 

კიდევ უფრო საინტერესო რომ გახდეს თქვენთვის, გეტყვით, რომ Harvard-ისა და Yale-ის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 17%-მა შეძლო სამივე კითხვაზე სწორი პასუხის პოვნა, 63%-მა კი ან ერთი გამოიცნო, ან არცერთი. 

აი, კითხვებიც:

  1. ბეისბოლის კეტი და ბურთი ერთად 1.10 დოლარი ღირს. ჩოგნის ფასი 1$-ით მეტია ბურთის ფასზე, რა ღირს ბურთი?
  2. თუ 5 მანქანას 5 წუთი სჭირდება 5 მოქმედებისთვის, რამდენი დასჭირდება 100 მანქანას 100 მოქმედებისთვის?
  3. ტბა ყვავილებითაა დაფარული. ყოველდღიურად ამ ყვავილების საფარის ზომა ორმაგდება. თუ ყვავილებს 48 დღე სჭირდება მთლიანი ტბის დასაფარად, რამდენი დასჭირდება მას ნახევარი ტბისთვის?

სწრაფად ფიქრობთ ხოლმე? სამწუხაროდ, აქ ეს თქვენს უპირატესობად არ მიიჩნევა. ჩათვალეთ, რომ CRT ბრძოლაა თქვენი გონების ორ მხარეს შორის: იმპულსურ, განსჯაზე ორიენტირებულ ნაწილსა და უფრო ნელ, ფიქრების მოყვარულ ნაწილს შორის. პირველი უნდა გააჩუმოთ, მეორეს კი მოუსმინოთ… ამგვარად, იგი ფსიქოლოგი დანიელ კანემანის სისტემა 1-ისა და სისტემა 2-ის აზროვნების კონცეფციას მიმართავს.

და თუ უკვე გაქვთ ამ კითხვებზე პასუხები, ქვემოთ მათ გადამოწმებას შეძლებთ:

1. ცდუნება იმაშია, რომ, შესაძლოა, მალევე ბურთის ღირებულება 10 ცენტად ჩათვალოთ, რაც არ აკმაყოფილებს 1$-ით მეტის პირობას. 

თუ 5 ცენტი, 5 წუთი და 47 დღეა თქვენი პასუხი, ტესტი ჩაბარებულია, შესაბამისად, გამოდის, რომ იმპულსურ პასუხებსაც გაუძელით და ფიქრის პროცესში გადადით. აქ საქმე მოცემული ინფორმაციების ფრთხილად გაანალიზებაშია. ვიცით, რომ მთლიანი ღირებულება 1.10$-ია, ბეისბოლის კეტი 1$-ით მეტია ბურთზე. თუ ბურთის ღირებულებას X-ად ჩავთვლით, კეტის ღირებულება X + 1$ გამოვა. შესაბამისად, ვიღებთ განტოლებას: X + (X +1$) = 1.10$ ამოხსნის შედეგად კი ვიგებთ, რომ X = 0.05$. ამგვარად, ბურთი ღირს 5 ცენტი, კეტი 1.05$. 

2. აქ შემდეგი ხრიკი იმალება — დრო და მანქანების გაზრდილი რაოდენობა ერთმანეთზე არ გადაამრავლოთ…

მთავარია, წარმოების სიჩქარეზე ფოკუსირდეთ და არა, მოქმედებების რაოდენობაზე. თავიდან ვხედავთ, რომ 1 მანქანა 1 მოქმედებას 5 წუთში ასრულებს. ეს მაჩვენებელი კი არც 100 მანქანაზე იცვლება. თითოეულს თითო მოქმედებისთვის კვლავ 5 წუთი დასჭირდება, ამგვარად 100 მანქანა 100 მოქმედებას კვლავ 5-წუთიან პერიოდში შემოგვთავაზებს. 

3. ყველაზე დიდი ცდუნება აი, აქ გელოდებათ — 48-ის 2-ზე გაყოფა ყვავილების საფარის გაორმაგების ფაქტს აიგნორებს. 

ამგვარად, სიღრმისეულ ფიქრს მოითხოვს, თუ ტბა სრულად დაფარული იქნება 48-ე დღეს და საფარი ორმაგდება ყოველდღიურად, 47-ე დღეს ტბის ნახევარი დაფარული უნდა იყოს. 

აბა, როგორ ჩააბარეთ მსოფლიოში ყველაზე მოკლე IQ ტესტი?

თაღლითობისკენ მიდრეკილი თანამშრომლების სამი არქეტიპი

Apple შეგვახსენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს