მისი დანახვა რომ შეძლოთ, სურათს კარგად უნდა დააკვირდეთ… კიბორჩხლის მსგავსი არსება, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე პატარა დისტანციურად მართვადი მოსიარულე რობოტია. ამ მინიატურული მოწყობილობის უკან კი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის გუნდი დგას.
როგორც უკვე ვთქვით, მინირობოტის მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი, მას სიარული, ხტუნვა, ბრუნვა და ხტომაც კი შეუძლია. მართალია, პროექტი ჯერ კიდევ საცდელ ეტაპზეა, მაგრამ მკვლევრებს სჯერათ, რომ მას პატარა სივრცეებში საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებენ. ექსპერიმენტის ხელმძღვანელის ჯონ როჯერის თქმით, ყველაზე პატარა რობოტების გაგზავნა არტერიებშიც შესაძლებელი გახდება, რათა სისხლდება შეაჩერონ ან პაციენტებს სიმსივნური უჯრედები მოაცილონ.
საინტერესოა ისიც, რომ რობოტები ჰიდრავლიკით ან რაიმე განსაკუთრებული ტექნიკით არ შექმნილა. კიბორჩხალები პირველად ბრტყელ ზედაპირზე დაამზადეს, შემდეგ კი 3D ფორმა მისცეს. მართალია, მისი ზომა სულ რამდენიმე მილიმეტრია, მაგრამ რთული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მოქნილობა მაინც აქვს.