in

12 წლის გოგონამ „ყველაზე სწრაფი” ხანძრის დეტექტორი შექმნა!

ბოლო დროს ერთ საკითხშიც დავრწმუნდით, რომ როცა საქმე ინოვაციებს ეხება, ასაკს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა… ჯერ 14 წლის ბიჭმა მელანომის სამკურნალო საპონი ხომ გამოიგონა, ახლა კი 12 წლის შანია გილი ხელმისაწვდომ ხანძრის დეტექტორის სისტემას გვაცნობს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას პირდაპირ თქვენს ტელეფონზე გაგზავნის.

ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ხანძარმა მასთან ახლომდებარე რესტორანი გაანადგურა, შანია კი დაინტერესდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვანაირად… ამ მძიმე შემთხვევამ მეექვსე კლასელი გოგონა ხანძრის დეტექტორის სისტემის შექმნამდე მიიყვანა, რომელიც იმაზე სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივ კვამლის დეტექტორები. ახლა კი მისმა ჭკვიანურმა გამოგონებამ ეროვნულ სამეცნიერო კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა. 

სისტემისთვის კი ორი მთავარი კომპონენტი გამოიყენა: თერმული კამერა და Raspberry Pi-ის კომპიუტერი — მე Raspberry Pi-ზე Python-ის კოდი ჩავწერე, ხოლო თერმული კამერა Raspberry Pi-ს სურათებს გასაანალიზებლად აწვდის. მოწყობილობის საბოლოო მიზანი უყურადღებოდ არსებული ხანძრის კერების დადგენაა და თქვენთვის ტექსტური შეტყობინების გამოგზავნა.

კვამლის დეტექტორებისგან განსხვავებით, კომპიუტერი კამერის თერმულ მაჩვენებლებსაც აანალიზებს, ადგენს სიცხის წყარო ადამიანიდან მოდის თუ ცხოველიდან, საერთოდ ჰორიზონტალურად მოძრაობს იგი თუ ვერტიკალურად. შემდეგ კი მოწყობილობა გზავნილს მფლობელს უგზავნის ტელეფონზე, სადაც არ უნდა იყოს იგი… თუმცა ეს უბრალო იდეები არ გეგონოთ, სატესტო ფაზაში შანიას სისტემამ ხანძრის კერები 97% სიზუსტით გამოავლინა.

ამგვარად, Thermo Fisher Scientific Junior Innovators Challenge-ში (JIC) პირველი ადგილიც დაიკავა. ჯილდოდ კი ახალგაზრდა გამომგონებელმა 25 000 დოლარიც მიიღო, რომელსაც იმედოვნებს, რომ მოწყობილობის ბაზარზე გასატანად გამოიყენებს. ამასთან, იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებსაც ხანძარმა დიდი ზარალი მიაყენა — მე ნამდვილად მსურს, ზოგიერთი საქველმოქმედო ორგანიზაციას გადავცე, რომლებიც ეხმარებიან ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, ჩემი პროექტის მიზანიც ეს არის, რომ მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი.

კონკურენცია STEM-ში 65 000 მოსწავლეს შორის მიმდინარეობდა. შანიას გამარჯვება კი მხოლოდ მოწყობილობის დამსახურება კი არ იყო, არამედ თავისივე ლიდერული და მეცნიერული უნარების, რომლებიც ეროვნულ სამეცნიერო გამოფენაზე აჩვენა. ამგვარად, 30 ფინალისტშიც მოხვდა და პირველი ადგილიც დაიმსახურა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის ბოლოს სხვა სტუდენტებიც დააჯილდოვეს 10 000 დოლარით. ჯილდოს მფლობელი გახდა სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც კიბოს ადგენს, მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას ორი ობიექტის დაშორებისას გამოყოფილი ენერგიით გამოიმუშავებს და ეკომეგობრული ქსოვილი, რომელიც მრავალჯერადად შეიძლება გამოვიყენოთ მენსტრუალური პროდუქტებისთვის…

მან ნამდვილად საინტერესო მოწყობილობა შემოგვთავაზა, ვგულისხმობ იმას, რომ მისი სისტემა ცეცხლს კვამლის დეტექტორზე ადრე ადგენს. ჩვენ მოუთმენლად ველით შანიას მოგზაურობას და გვაინტერესებს, როგორი იქნება ის აქედან 10, 20, 30 და 40 წელიწადში, — აცხადებს მაია აჯმერა, JIC-ის ორგანიზატორი Society for Science-ის პრეზიდენტი.

თიბისის მხარდაჭერით თბილისში Data Bootcamp-ი ჩატარდება

ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ – მზის ენერგიის სადგური ვაზისუბნის მამულში