in

პორტუგალიური ღვინის ეტიკეტზე ქვევრი დაიტანეს

ღვინის შეფუთვებზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ახლა უფრო მინიმალისტური შეფუთვა უნდა გაგაცნოთ, რომელიც თითქოს რაღაც ქართულსაც წააგავს. არადა, Barro-ს ღვინის ბოთლი შეიქმნა Quintas de Melgaço-ს ღვინის ქარხნისთვის, რომელიც პორტუგალიაში Vinhos Verdes-ის რეგიონში მდებარეობს. ინსპირაცია მეღვინეობის მრავალწლიანი ტრადიცია იყო, მიზანი კი მემკვიდრეობის შეგრძნების ელეგანტურობასთან გაერთიანება, რომელიც ბოთლის დიზაინში აისახებოდა.

BOG
BOG

ამგვარად, შექმნეს ბოთლი, რომელიც პატივს მიაგებს თიხის ჭურჭელში ღვინის დაძველების პრაქტიკას, რითაც შესანიშნავ გემოსაც სზენს მას და ტრადიციულ მუხის კასრებში დაძველებისგანაც განსხვავდება. შედეგად, თეთრ ეტიკეტზე ქვევრის ფორმაა ამოჭრილი, თავი კი პერგამენტის გაღალდშია გახვეული. აქვე დაინახავთ მედალიონის მსგავს ნიშანს, რომელიც ადგილობრივმა პროფესიონალმა შექმნა, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს მას.

Barro-ს ღვინის შეფუთვის დიზაინზე RitaRivotti-ის სააგენტომ იმუშავა. 

EMPORIO ARMANI თბილისშია

„გუდვილის“ წარმოებას შეფ დავით პოღოსიანი უხელმძღვანელებს