in

ახალ თამაშში, Worldle, მოთამაშეებმა ქვეყნები უნდა გამოიცნონ

Wordle ვირუსულად გავრცელებული სიტყვების თამაშია, რომლის მრავალი ვარიაციაც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უელსელმა დეველოპერმა, ჯოშ უორდლმა მსოფლიოს საინტერესო გასართობი შესთავაზა.

ახლა კი თამაში ლექსიკონის თავსატეხიდან ატლასშიც ინაცვლებს — Worldle-ში მოთამაშეები ქვეყნის დაჩრდილულ მონახაზს ხედავენ და მათ ექვსი ცდა აქვთ სწორი ვერსიის დასაფიქსირებლად. თამაშში მწვანე, ნაცრისფერი და ყვითელი შეფერილობის კვადრატებია გამოყენებული, რასაც თავისი აზრობრივი დატვირთვა აქვს. მაგალითად, რაც მეტ მწვანე კვადრატს ხედავ, გეოგრაფიულად უფრო ახლოს ხარ სასურველ ერთან.

ასევე, Worldle გიჩვენებთ კილომეტრების საზომსაც — თქვენი აზრით, რამდენი კილომეტრია კონკრეტული ადგილიდან თქვენს რეალურ მდებარეობამდე. (შეგიძლიათ, პარამეტრებში კილომეტრის ნაცვლად მილი დააყენოთ. ან, დამალოთ ქვეყნის სურათი, რათა საქმე უფრო გართულდეს).

მიუხედავად იმისა, რომ Worldle-ს რაღაც ფანტასტიკურად განსხვავებული არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის, ჩაშვების პირველ დღესვე 500 000-ზე მეტი მოთამაშე მიიზიდა. “გიჟებო! ეს მხოლოდ პატარა დამატებითი პროექტი უნდა ყოფილიყო! ჩვენ კი უკვე ნახევარი მილიონი ვართ. რა ჯანდაბაა? მადლობა ყველას!”, — დაწერა ტვიტერზე Worldle-ის შემქმნელმა, @teuteuf.

2022 წლის წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსში ზვიგენების ფოტოებმა გაიმარჯვა

Volvo Cars-ი და Northvolt-ი ელექტრო ბატარეების წარმოებას გეგმავენ