in

კვირის ტოპ 7 რეკლამა

გასული კვირის საუკეთესო რეკლამები აჩვენებს, თუ როგორ იყენებენ ბრენდები ემოციას, იუმორსა და მემკვიდრეობას ყურადღების მისაპყრობად, იქნება ეს ხანგრძლივი კამპანიების გამოცოცხლება თუ სრულიად ახალი ბრენდის პლატფორმების ჩაშვება. ქვემოთ დაბადების დღის სცენას გაჩვენებთ, ოღონდ უკუღმა, მაიონეზზე დამოკიდებული ადამიანების ამბავსაც მოგიყვებით და არც საერთაშორისო ბრენდების კოკა-კოლასა თუ პეპსის კამპანიებს დავტოვებთ თქვენი ყურადღების მიღმა… მოკლედ, ახლა კვირის ტოპ 7 უცხოურ რეკლამაზე მოგიყვებით: 

BOG

1. Ocado — Life Delivered

სასურსათო მაღაზიის ახალი ბრენდის პლატფორმა Life Delivered ემოციებს ეხება და დაბადების დღის სცენას გვაჩვენებს, ოღონდ აქ დრო უკუსვლით მიდის:

კამპანიაზე Uncommon Creative Studio-მ, Havas Media-სთან ერთად, იმუშავა.

2. DREAMIES — Cats Will Do Anything

თუ ამ კატეგორიაში ჩვეულებრივ სენტიმენტებზე არიან ორიენტირებულნი, DREAMIES სულ სხვას ირჩევს, კატის ყოველდღიურ მომენტებზე კი არ ფოკუსირდება, არამედ სიუჟეტი უფრო კინემატოგრაფიულ ჟანრში გადაჰყავს:

კამპანიაზე Adam&EveDDB-მ იმუშავა.

3. Mike’s Amazing Mayonnaise — Group Therapy 

აქ კი რუტინულ პროდუქტების კატეგორიას ჯეისონ ალექსანდერის მრავალპერსონაჟიანი შესრულება მეტ ხიბლს სძენს და მაიონეზზე დამოკიდებული ადამიანების ჯგუფურ თერაპიას გვაზიარებს:

4. Pepsi — Refresh The Game

Pepsi ფეხბურთთან ერთად განვლილი მომენტების 50 წელს ზეიმობს და გლობალურ კამპანიაში ლეგენდარულ მოთამაშეებს, ამ ეპოქის ამომავალ ვარსკვლავებთან ერთად, გვაჩვენებს. აქ პელეს, ბექჰემსა და რონალდინიოს ნახავთ:

უფრო ვრცლად პეპსის ახალი კამპანიის შესახებ ამ ბმულზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ. 

5. Fantl Sport — One Shot at Life

თავშეკავებული ვიზუალური სტილითა და ემოციური გახმოვანებით, ბრენდი პერსონალურ სთორითელინგს მიმართავს. მდგრადობაზე გოლფის პერსპექტივიდან გვესაუბრება, საუბარი კი ბაბუას მიანდო, რომელიც აქცენტს შეცდომებსა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე აკეთებს:

კამპანიაზე რეგან ბატლერმა იმუშავა.

6. Coca-Cola — Shades Of Red

კვირის საუკეთესო რეკლამებში კოკა-კოლას გაცვეთილი ტენტების გამოცვლის ამბავიც მოხვდა:

უფრო ვრცლად კოკა-კოლას ახალი კამპანიის შესახებ ამ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. 

7. Centraal Beheer — Even Apeldoorn bellen

დაბოლოს, ჰოლანდიური ფინანსური მომსახურების ბრენდი Centraal Beheer-ის ფილმი გრძელვადიანი კამპანიის Even Apeldoorn bellen-ის გაგრძელებაა და ახალგაზრდა მოგზაურზე გვიყვება, რომლის წამიერი ყურადღების გაფანტვა გაუთვალისწინებელი სიტუაციების მომსწრეს გვხდის: 

კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო TBWA\Neboko-მ იმუშავა. 

Top|Card Black Edition – სტუდიო ლიბერთისა და Mastercard-ის პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილება

აისითი 11 წლის არის! – 11 წელი შენი სურვილების ერთგულად