in

სარეკლამო სააგენტო ABK-ს შვილობილი სტარტაპი kvlevebi.ge

საქართველოში პირველი ონლაინ კვლევების ინოვაციური პლატფორმა – kvlevebi.ge შეიქმნა , რომელიც კვლევის შემკვეთისთვის არის ინფორმაციის მოპოვების მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი ხელსაწყო, ხოლო კითხვარის რესპოდენტებისთვის, ფულის, ან სხვა სარგებლის გამომუშავების საშუალება. მარკეტერი პროექტის ავტორს და მმართველ პარტნიორს – მარიამ ცაიშვილს ესაუბრა:

BOG
BOG

main-qimg-9017d045b66748b1830e80d0dc84bae1-cდღეს საქართველოში, კვლევების დიდი ნაწილი ტარდება სატელეფონო გამოკითხვებით, ან კარდაკარ ჩამოვლით, რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს. ხშირად ეს კვლევა რესპოდენტისთვის არასასურველ დროს და არასასურველ გარემოში ტარდება, ეს ყველაფერი კი ართულებს კვლევის ჩატარების პროცესს. აგრეთვე მომრავლდა Facebook-ით გავრცელებული ელექტრონული კითხვარებიც, რომლებიც სამეგობრო სივრცეებში ვრცელდება. მსგავსი საშუალებით გავრცელებულ კვლევებს კი, დაბალი ვალიდურობა ახასიათებს.

სარეკლამო სფოეროში 6 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარება მომხმარებლის აზრის გასაგებად. სამწუხაროდ, მსგავსი შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციას აქვს, რადგან კვლევის ჩატარება საქართველოში საკმაოდ ძვირი და რთული პროცესია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ხელსაწყო, რომლის საშუალებითად გამარტივდება სასურველი ინფორმაციის მიღება ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი, ამ შემთხვევაში რესპოდენტი, ამ პროცესისგან სარგებელს მიიღებს.

ვებგვერდზე Kvlevebi.ge, კვლევის დამკვეთს, შეეძლება ნებისმიერი ტიპის კითხვარის შექმნა, სასურველი რესპოდენტების მონიშვნა (გვაქვს რესპოდენტების ფილტრები,რაც საშუალებას იძლევა ძალიან მარტვად მიაგნო ზუსტად იმ აუდიტორიას რომელიც გჭირდება კონკრეტული კვლევისთვის) კითხვარის ჩაშვება, პასუხებზე დაკვირვება და საბოლოოდ პასუხების გამოტანა. პლატფორმა საშუალებას იძლევა კვლევაში აიტვირთოს სურათი, ვიდეო და აუდიო მასალა.

Kvlevebi.ge – არ არის კვლევითი ორგანიზაცია, ეს არის კვლევების ჩატარების მარტივი ხელსაწყო, რომელიც ემსახურება კვლევით ორგანიზაციებს, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას ვინც დაინტერესებულია კვლევის ჩატარებით.

ჩვენი ვებგვერდი რამოდენიმე დღეში გააქტიურდება და ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ.

#მზადვარ – 12-ში ფეხბურთია!

Connectivity Cooperation -საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და Microsoft-ის  ერთობლივი ინიციატივა