Renault-მა სააგენტო Neogama-სთან ერთად, ახალი KWID-ის ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა და მისი შესაძლებლობების საილუსტრაციოდ, Marvel-ის ცნობილი კომიქსების გმირი, ჰალკი გამოიყენა. სწრაფი, ძლიერი, მძლავრი, მარტივად მანევრირებადი, გამძლე, ვიზუალურადაც ლამაზი და დახვეწილი, სწორედ ამგვარად უნდოდათ ბრენდის შემქმნელებს, პროდუქტის პოზიციონირება ბაზარზე.