in

როგორ იმოგზაურო სახლიდან გაუსვლელად – Kyivstar–ის რეკლამა

თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და სტილის გამო, ახლობელ ადამიანებს ხშირად ერთმანეთისგან მოშორებით უწევთ ყოფნა. მიუხედავად ამისა, არის საშუალება ვეკონტაქტოთ, გავიგონოთ ხმა და დავინახოთ ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი.

Kyivstar–მა 3G ინეტერნეტის რეკლამისათვის საკმაოდ ემოციური თემა შემოგვთავაზა, მამა–შვილის კავშირი. მამას მუდმივად მოგზაურობა უწევს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, შვილი კი ყოველ შესაძლებელ მომენტში უკავშირდება. მამა მას ისტორიულ ადგილებს და არაჩვეულერივ ხედებს უჩვენებს, ბავშვი გაოცებულია თავისი ქვეყნის სილამაზით. სკოლის პრეზენტაციაზე ზუსტად ამ ვიდეომასალას იყენებს. სასიამოვნოა მაღალმთიანი, მიუვალი ან ქვეყნის უკიდურესი წერტილიდან ოჯახთან დაკავშირება, ბუნების სილამაზის გაზიარება და უბრალოდ, ახლობლების დანახვა. Kyivstar–ის 3G მთელს უკრაინას ფარავს, სწრაფ და ხარიასხიან ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს.

 

რეკლამაზე სააგენტო DDB Ukraine–მ იმუშავა.

შიშველი ბალერინები ქალაქის ცენტრში – ამერიკელი ფოტოხელოვანის არაორდინალური პროექტი

ვინილი დაბრუნდა და ახლა მუსიკა იმაზე უფრო ცოცხალია, ვიდრე აქამდე