in ,

არარსებული ადამიანების სხეულები – ფოტომოდელები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის

იაპონიაში, კიოტოს უნივერსიტეტში შექმნილ ახალ ალგორითმს შეუძლია არარსებული მოდელების ფოტორეალისტური გამოსახულება შექმნას. ანუ, თუ სხვადასხვა ტანსაცმლის ბრენდი/ონლაინ მაღაზია აქამდე ფოტოსესიებში დიდ რესურსს ხარჯავდა, ხელოვნური ინტელექტი ამ მიმართულებით საქმეს გაამარტივებს. კიოტოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ტექნოლოგიურ კომპანია DataGrid-ის მიერ შექმნილი ალგორითმი მოდელებად მის მიერ აწყობილ, არარსებულ ადამიანებს იყენებს და სხვადასხვა კოლექციებიდან, სხვადასხვა ტანისამოსს აცვამს. მეტიც, არარსებულ მოდელებს პოზირებაც შეუძლიათ.

ახალი ალგორითმი ხელოვნური ინტელექტის ტიპს GAN (Generative Adversarial Network) მიეკუთვნება, რაც რეალურ სამყაროში არსებული სხვადასხვა ტიპის გამოსახულების გამოყენებასა და იმიტაციას გულისხმობს. DataGrid-ის წინამორბედებიც იყენებდნენ GAN-ს, ოღონდ ადამიანის სახის გენერაციის კუთხით, თუმცა, მათ მიერ მიღებული შედეგი ფოტორეალისტურისგან შორს იყო. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სახეები ასიმეტრიული იყო და ბევრი ხარვეზი ჰქონდა. მაგალითად, ფონთან დაკავშირებული უზუსტობები. DataGrid-მა ეს გამოწვევა მარტივად დაძლია – AI-ს მიერ შექმნილი მოდელები თეთრ ფონთან დგანან, განათებაც დაბალანსებულია და ისინი რეალურ მოდელებს ჰგვანან.

ყოველ ჯერზე, როცა მეცნიერები ქმნიან ახალ ალგორითმს, რომელსაც ფოტორეალისტური გამოსახულებების შექმნა შეუძლია, გამოსახულებების, რომელთა გარჩევა რეალურისგან სულ უფრო რთულდება, სულ უფრო იზრდება შანსი, რომ AI-ს მიერ შექმნილი მედია შეიძლება სხვადასხვა ტიპის პროპაგანდისთვის იყოს გამოყენებული. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა მსგავსი ტექნოლოგია მოდის კატალოგებს არ გასცდეს.

გუნდის განვითარება საკუთარ თავზე მუშაობით უნდა დავიწყოთ!

Facebook-ზე HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო ტოპ 50 ქვეყანაშია