in

კიოტოს უნივერსიტეტი სირაქლემის უჯრედებისგან ნიღაბს ქმნის, რომელიც კორონავირუსის გამოვლენისას ანათებს

სირაქლემაში კორონავირუსის ანტისხეულების შესაქმნელად, მეცნიერებმა ფრინველს ვირუსის ცილა გაუკეთეს.

კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, სირაქლემის ანტისხეულებით, დაამზადეს სახის ნიღაბი, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენისას ანათებს ულტრაიისფერი სხივის ქვეშ. მეცნიერთა აზრით, ეს დაეხმარება ხალხს, სწრაფად აღმოაჩინონ ვირუსი და თავიდან აიცილონ გავრცელების საფრთხე. 

ნიღაბში მოთავსებულია ფილტრი, რომლის მოხსნაცაა შესაძლებელი საჭიროებისამებრ. როდესაც მას სპეციალურ ქიმიურ სითხეს ასხურებენ და თან ულტრაიისფერ განათებას ასხივებენ, ნიღაბი იწყებს ციმციმს. ნიღბის ეფექტურობა უკვე გამოიცადა კლინიკაში, სადაც ცდის დროს, პირებს 8 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კიოტოს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ლიდერმა, იასუჰირო ცუკამოტომ განაცხადა, რომ მას ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გააცნობიერა, რომ სირაქლემას დაავადებების მიმართ იმუნური სისტემა აქვს გამომუშავებული. 

“მე მივხვდი, რომ ამ ფრინველის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის მდგრადია ინფექციური დაავადებების მიმართ თავისი საოცარი იმუნიტეტითა და გამძლეობით, ამიტომ დავიწყე სირაქლემას ანტისხეულების სერიოზულად კვლევა”, – აცხადებს Dezeen-თან ინტერვიუში ცუკამოტო.

სირაქლემაში კორონავირუსის ანტისხეულების შესაქმნელად, მეცნიერებმა ფრინველს ვირუსის ცილა გაუკეთეს. შემდეგ მათ ის ამოიღეს ფრინველის კვერცხის გულიდან და ნიღბის ფილტრს პოლილაქტური მჟავის საშუალებით დაუკავშირეს. მღრღნელებისგან განსხვავებით, სირაქლემას კვერცხისგან მიღებული ანტისხეულის 1 გრამი 1000 დოლარზე ნაკლები ღირს და მისი მოგროვებაც სწრაფად ხდება.

„ეს არის მოსახერხებელი და იაფი მოწყობილობა, რომელიც ხელს უშლის Covid-19 ვირუსის ადამიანის ორგანიზმში შეჭრას“, – ამბობს ცუკამოტო.

ის ასევე იმედოვნებს, რომ იგივე ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ისეთ ვირუსებზე, როგორიცაა გრიპი.

ამჟამად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ნიღაბი მხოლოდ ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ ავლენს ვირუსს, მაგრამ მეცნიერები მუშაობენ, რომ მალე მას ტელეფონის სინათლეზე შეეძლოს რეაგირება. ამასთან, მათ უკვე შეიტანეს საპატენტო განაცხადი ნიღბის თაობაზე და ვარაუდობენ, რომ ამ წელს უკვე შეძლებენ მის ჩაშვებას გაყიდვაში.

ბოლოსკენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერება, ხელოვნება და ტექნოლოგიები პანდემიის პერიოდში გაერთიანდა. მაგალითად, ტექნოლოგიურმა კომპანია NS Nanotech-მა შეიმუშავა ულტრაიისფერი გამოსხივების ჩიპების სპექტრი, რომელსაც შეუძლია გაანეიტრალოს ჰაერი დახურულ სივრცეებში. მოწინავე მწარმოებელმა კომპანიამ OPT Industries-მა კი, შექმნა სამედიცინო ნაცხი, რომელიც მიზნად ისახავს კლინიკური ტესტირების გაუმჯობესებას. ჩვეულებრივი ტამპონისგან განსხვავებით, ამ ტესტს მეტი სითხის შთანთქმა შეუძლია, რაც უზრუნველყოფს უკეთეს დიაგნოსტიკას.

 

2 წლის ბიჭუნამ Disney-ს ანიმაციაში “საკუთარი თავი” აღმოაჩინა

AI ალგორითმი პოლიტიკური გადატრიალების პროგნოზირებას შეძლებს