in

L3 საგურამო – საცხოვრებელი უბანი თბილისიდან 20 წუთში

თბილისიდან ახლოს 19 კილომეტრში, ბუნებით გარშემორტყმული საცხოვრებელი ტერიტორია, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებული კომპლექსი L3 საგურამოს კონცეფციაა. ამ კონცეფციის შემუშავება 2022 წელს დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ურბანული გარემოსა და ბუნების შერწყმისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, დაგეგმარების პროცესი საკმაოდ დატვირთული იყო.

შედეგად, დაიწყო სამუშაოები თბილისიდან 20 წუთის სავალზე საგურამოსთან, სოფელ ჯიღაურაში, სადაც მშვიდი გარემო და პანორამული ხედებია ქალაქის ხმაურისგან გადაღლილი ადამიანებისთვის.

L3 საგურამოს უბანი 5 ჰექტარზეა გაშენებული, მოიცავს 62 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთსა და ინფრასტრუქტურას, რაშიც მოიაზრება: ღია, 25 მეტრის სიგრძის საცურაო აუზი, საერთო სამუშაო სივრცე და 10 მეტრის სიგანის შიდა ორმხრივი გზები ველობილიკებით.  მჭიდრო დასახლების თავიდან ასაცილებლად მიწის ნაკვეთები ოპტიმალურად დაიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეებს შეუძლიათ შეარჩიონ ნაკვეთები 500 დან 1000 კვ.მ. მდე. იმისთვის, რომ უბანს უფრო მეტად ესთეტიკური და ბუნებრივი იერი ჰქონდეს, ყველა სახლს ერთნაირი კაპიტალური, არმირებული ბეტონის, 1.8 მ სიმაღლის საფასადე ღობე ექნება, რომელსაც ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებთ კომპანიისგან.

პროექტის მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორებიცაა: კომუნიკაციების გაყვანა, ცენტრალური კანალიზაცია, მიწისქვეშა სანიღვრე ქსელი, წყალი, ბუნებრივი აირი, ელ.ენერგია და გამრიცხველიანება, დადგენილ ვადაზე ადრე დასრულდა. შემდეგი ეტაპია საფასადე ღობეების, გზების, ტროტუარებისა და განათების ბოძების მოწყობა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს ორ პირობას სთავაზობს: 1) შეგიძლიათ მხოლოდ მიწის ნაკვეთის შეძენა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კომუნიკაციით იქნება უზრუნველყოფილი და 2) დამატებითი სერვისი – სახლის მშენებლობა, რომელიც თქვენთვის სასურველი კარკასის კონდიციით ჩაგბარდებათ.

პროექტი 2024 წლის დეკემბერში სრულდება და ამ დროისთვის 62 ნაკვეთიდან 41 უკვე გაყიდულია. ეს ის შემთხვევაა, როცა მოლოდინს რეალობამ გადააჭარბა და გაყიდვები დაგეგმილზე მალე დასრულდება. ამიტომ, თუ თქვენც ხართ მსურველთა სიაში, იჩქარეთ, რადგან დარჩენილია მხოლოდ 21 ნაკვეთი – L3 საგურამო უბანი რომელიც შენდება თქვენთვის.

[R]

ჰოლივუდის ვარსკვლავები Supercell-ის თამაშის პერსონაჟებად იქცნენ

ლიბერთის სიახლე ჩვენიანებს: ახალი ანაბარი „შემნახველი მეტი“