რადგანაც ჯერ კიდევ საახალწლო ჟრიამულში ვართ, თემატურ რეკლამებზე წერა არ გვბეზრდება. დღეს კრეატიული სააგენტო La Caseta-ს ვიდეორგოლს წარმოგიდგენთ, რომელიც ახალი წლის დღესასწაულის თითქმის ყველა დეტალს აერთიანებს — თითქოს, გვაჩვენებენ, რომ ძალიან მცირე დეტალები ქმნის რაღაც დიდებულს, რაც ასეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ყოველწლიურ ციკლში.
როგორც ბოლოს გვეუბნებიან, ჩვენი დღესასწაული შესანიშნავი იდეებით უნდა იყოს სავსე… ჰოდა, თქვენ რა იდეები გაქვთ 2023 წლისთვის?