in ,

სიცოცხლე ნამდვილი გამარჯვებაა! – კამპანია #LivingIsWinning-ის ემოციური გაგრძელება

ორგანიზაცია La Cimade-მა, რომლის მთავარ საზრუნავსაც ადამიანების უფლებების დაცვა წარმოადგენს, ახალი ემოციური კამპანია #LivingIsWinning წამოიწყო. ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტს ისეთი ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც ყოველდღიურად კონფლიქტსა და საომარ მოქმედებებს ეწირებიან. სულ ცოტა ხნის წინ, კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებამ ჯერ პოსტერები იხილა, რომელიც თავისი შინაარსით და კონტექსტით ძალიან ემოციური გზავნილის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ამჯერად, ორგანიზაციამ უკვე 3 30წამიანი ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა. თემა ამ შემთხვევაშიც უცვლელია. მაშინ, როდესაც 2024 წელს მთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზში გამართული ოლიმპიადისა და მასში მონაწილე ცნობილი სპორტსმენებისკენ იქნება მიპყრობილი, იმ ადამიანებს, რომლებიც ტყვიებს სახლებშიც კი ვეღარ ემალებიან, კვლავ უამრავი რთული დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მათი დახმარება თითოეულ ადამიანს შეუძლია, სულ მცირე, ყურადღებითა და თანადგომითაც კი.

BOG
BOG

 

როგორია ნამდვილი ჯენტლმენის სუნამო? – Givenchy-ს ენერგიული ვიდეორგოლი

ფიქსირებული ფასი ავტომობილის დაზღვევისას – თიბისი დაზღვევა