წვეულება იახტაზე, ზღვის ფონზე, ბუნებასთან ახლოს, ძირითადად, ჰოლივუდური ფილმების ნაწილია ხოლმე და ვერ ვიტყოდით, რომ ყოველდღიურ რუტინაში იმის ფუფუნება გვაქვს, რომ იახტებით ვისეირნოთ, აქვე ვივახშმოთ და მხიარული ღონისძიებები დავგეგმოთ. ხშირად მსგავსი ემოციის მისაღებად ათასში ერთხელ, როცა დრო გამოგვიჩნდება, ზღვისპირეთს ვესტუმრებით ხოლმე, რათა ცოტა ხნით მაინც განვიტვირთოთ.
რას იტყოდით, ქალაქიდან გაუსვლელად ისეთი ადგილი რომ აღმოგეჩინათ, სადაც ზღვაცაა, იახტებიც, უგემრიელესი კერძებიც და სასიამოვნო გარემოც. თუ არ იცით, შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს, თუმცა ცდებით – იახტ კლუბი La Côte, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, უნიკალური რეკრეაციული სივრცეა. ის განსხვავებული დასვენების შესაძლებლობას აძლევს როგორც ადგილობრივებს, ისე სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს. ყველა ამ კატეგორიის ვიზიტორისთვის ის შესანიშნავი გართობის საშუალება იქნება.
რას გთავაზობთ იახტ კლუბი La Côte
გარდა ლამაზი ატმოსფეროსი, La Côte მრავალ ისეთ აქტივობას გთავაზობთ, რაც თქვენს აქ ვიზიტს კიდევ უფრო სახალისოს გახდის.
საუკეთესო საზღვაო თავგადასავლისთვის აქ ყველანაირი ინვენტარი დაგხვდებათ: იახტა, კატერი, კატამარანი, წყლის თხილამურები და ველოსიპედი. ექსტრემალური შეგრძნებები თუ გიზიდავთ, შეგიძლიათ იახტ კლუბში განუმეორებელი სისწრაფე გამოცადოთ.
თუ უფრო მშვიდ დასვენებას ამჯობინებთ, შეგიძლიათ პონტომზე წამოწვეთ, მიიღოთ მზის აბაზანები და სასიამოვნო მუსიკის მოსმენით დატკბეთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და მრავალფეროვნება გვიყვარს, იახტის კლუბი სხვადასხვა შესაძლებლობას გვთავაზობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველა ტიპის სეგმენტი დააკმაყოფილოს. სივრცე მოიცავს მინი ფეხბურთის მოედანს, სამაგიდო თამაშებს, ცალკე ზონაა გამოყოფილი ბავშვების გასართობად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქ მეგობრულად ხვდებიან შინაურ ცხოველებსაც, ამიტომ შეგიძლიათ საყვარელი ოთხფეხა მეგობრებიც არ დატოვოთ სახლში.
გამორჩეული კულინარიული გამოცდილება
დასვენება და გართობა გემრიელი კერძების გარეშე წარმოუდგენელია. La Côte-ში იტალიელი შეფმზარეულის, იური ბონელის მომზადებულ კერძები დაგხვდებათ, რომელსაც მრავალწლიანი, პრემიუმ კლასის კულინარიული გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა რესტორანში, მათ შორის მიშელინის ვარსკვლავიან Nobu-შიც, რომელიც ლონდონში მდებარეობს. აქ მუშაობისას ბონელის არაერთხელ უმასპინძლია სამეფო ოჯახის წევრებისა და სხვა პატივსაცემი ადამიანებისთვის.
უგემრიელეს მენიუსთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ განახლდა და კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა, იახტ კლუბს ამშვენებს ინტერიერი, მომსახურების მაღალი ხარისხი და არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა. ეს ყველაფერი ერთად La Côte-ს აქცევს საოცნებო ადგილად, რომლის მსგავსიც ფილმებში შეიძლება ნახო.
მოსახერხებელი ლოკაცია
გამომდინარე იქიდან, რომ იახტ კლუბი თბილისშია, ის შესანიშნავი ადგილია იმ ადამიანებისთვის, ვინც დიდ შვებულებებს ვერ იღებს და შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გატარება უნდა. მოსახერხებელი ლოკაცია ხელს უწყობს დამსვენებელს, რომ სახლიდან მალევე მოხვდეს ისეთ ადგილზე, სადაც მაქსიმალურად ექნება განტვირთვისა და ზღვასთან მიახლოებული შეგრძნებების გამოცდის საშუალება.
ბოლოს იმასაც აღვნიშნავთ, რომ La Côte-ში სტუმრობა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე აქ შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ღონისძიების დაგეგმვა. ოჯახური წვეულება, კორპორაციული საღამოები, ე.წ. თიმბილდინგები იქნება თუ სხვა, იახტ კლუბი ნებისმიერ სიტუაციას მოუხდება და თქვენს დღეს ოცნების თავგადასავლად გადააქცევს. კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ეს სივრცეა შექმნილი, სტუმრებისთვის განსხვავებული შთაბეჭდილებების მინიჭებას ეფუძნება, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ გამოცდით.
[R]