in

La Dolce Velveeta — ფელინის ფილმით შთაგონებული რეკლამები

როდესაც ლეგენდარულმა იტალიელმა კინორეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ თავის შედევრს „La Dolce Vita“ დაარქვა, ეს საკმაოდ ირონიული გადაწყვეტილება იყო. ფილმის დიდი ნაწილი გლამურული ცხოვრებისგან მიღებულ იმედგაცრუებაზეა და მაყურებელს მოუწოდებს, სამყარო იდეალიზაციისგან დაცლილად მიიღოს.

M2

ფელინის ნამუშევარი დღემდე შთააგონებს კინორეჟისორებს და გამონაკლისი არც კრეატიული ინდუსტრია აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში საუბარია Kraft Heinz-ის ბრენდზე Velveeta. სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის კამპანია, სახელწოდებით La Dolce Velveeta. მის ფარგლებში შექმნილი სამი ვიდეორგოლი მომხმარებლებს მშვენიერი მომენტებით ტკბობისკენ უბიძგებს.

სააგენტო Johannes Leonardo-ს მიერ გადაღებული რეკლამები სამი გმირის ვიზუალურ ამბავს წარმოგვიდგენს, სახასიათო ინდივიდუალიზმით. ზოგადად, ბრენდის მიზანია, არა მხოლოდ საკუთარ პროდუქტს გაუწიოს პოპულარიზაცია, არამედ ცხოვრებისეული სიამოვნებებიც მოიცვას. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კი ფელინის „მშვენიერი ცხოვრების“ იდეა შესაფერისი აღმოჩნდა მინიმალისტური მსგავსებისთვის.

Delido — მაიამის პლაჟითა და არქიტექტურით შთაგონებული ბრენდინგი

აპლიკაცია Petey ფლეილისტების შესაქმნელად ChatGPT-ს იყენებს