მილანში La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორივე მხარემ გასული სეზონის შედეგები გააანალიზა და სამომავლო განვითარებისა და პოტენციური რეგიონული გაფართოების გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა Gazzetta-ს ბრენდის ძლიერ ზრდას საქართველოში, ადგილობრივი საზოგადოების მზარდ ჩართულობასა და ქართველი სპორტის გულშემატკივრებისთვის ინოვაციური კონტენტსტრატეგიების წარმატებით განხორციელებას.

La Gazzetta dello Sport-ის დირექტორმა, ჯანლუკა ვარანომ, ზემოხსენებული პროგრესით კმაყოფილება გამოთქვა:
„ჭეშმარიტად საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება Gazzetta-ს ბრენდი საქართველოში, თუ როგორ იპყრობს ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ვნებასა და ზოგადად, რეგიონში როგორ ამკვიდრებს ახალ სტანდარტს სპორტულ ჟურნალისტიკაში. ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ამ მოგზაურობის ერთად გაგრძელებაში”, – განაცხადა ჯანლუკა ვარანომ.
„La Gazzetta dello Sport-თან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, გლობალურად აღიარებული სპორტული მედიაბრენდი ქართველ გულშემატკივრებთან უფრო ახლოს წარმოგვეჩინა. ჩვენ ვამაყობთ მიღწეული პროგრესით და სრულად ვართ ერთგულნი Gazzetta-ს საქართველოში შემდგომი განვითარებისა და რეგიონული შესაძლებლობების ერთობლივ ათვისებაში”, – SMH Global-ის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა მაჭავარიანი.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს პოტენციური თანამშრომლობა და რეგიონული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს Gazzetta-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას, ამავდროულად, სპორტულ მედიაში ბრენდის ხარისხის, სანდოობისა და ინოვაციებისადმი ერთგულების შენარჩუნებას.

La Gazzetta dello Sport, ოფიციალურად, 2024 წლის 31 იანვარს შემოვიდა ქართულ მედიასივრცეში. ერთ წელზე მეტია, მსოფლიოში წამყვანი სპორტული მედია საქართველოში წარმატებით ოპერირებს. La Gazzetta dello Sport Georgia-მ ამ დროის განმავლობაში ქართულ სპორტულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა.
SMH Global-ის ჩართულობით, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა საქართველო, სადაც La Gazzetta dello Sport-ის ფრანშიზამ ოპერირება ექსკლუზიურად დაიწყო.
SMH Global ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედიაპლატფორმის, La Gazzetta dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი გახდა.
SMH Global
La Gazzetta dello Sport Georgia
Lasha Machavariani
[R]










