La Gazzetta dello Sport Georgia-სა და SMH Sports-ის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების ციკლი გრძელდება.
სტიკერების გამოწვევით, გულშემატკივართა ბავშვობის ტკბილი მოგონებებისა და ემოციების გაღვიძება ვცადეთ. ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, ყველა გულშემატკივარს ყოველდღე შეუძლია ეწვიოს La Gazzetta dello Sport Georgia-ს ვებგვერდს: https://lagazzetta.ge/euro-2024/, შეავსოს ევროპის ჩემპიონატის თემატური ქვიზი და დააგროვოს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისა და ფეხბურთელების სტიკერები. საბოლოო მიზანი კი შეგროვებული სტიკერების ტურნირის ალბომში თავმოყრაა. მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო.
სტიკერების „ჩელენჯის“ ყველა მონაწილე, ვინც შეაგროვებს ჩემპიონატის მთლიან ალბომს (624 ქარდს), ექნება შანსი მიიღოს მონაწილეობა სუპერ რაუნდში, რომელიც 15 ივლისს შედგება. საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მიიღებს პრიზებს La Gazzetta dello Sport Georgia-სგან. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა გაითვალისწინოს ქვიზის ყოველდღიური ხასიათი, რათა არ გამორჩეს რაუნდში მონაწილეობის მიღება და სტიკერების შეგროვება ჩემპიონატის ალბომისთვის.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს დამფუძნებელმა და SMH Sports-ის დირექტორმა, ლაშა მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა: „ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები დიდ სანაკრებო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქომაგის მიზანი ნაკრების სრული შემადგნელობის შეგროვება იქნება“.
SMH Sports ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში, მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედია პლატფორმის, La Gazzetta dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩიზის მფლობელი 2024 წლის დასაწყისში გახდა.
გისურვებთ წარმატებას!
[R]