in

La Gazzetta dello Sport Georgia-მ და Rakuten Viber-მა ევროპული ფეხბურთის გულშემატკივართა გამოწვევა გამოუშვეს — 2024 წლის ჩატბოტი 

La Gazzetta dello Sport Georgia და Rakuten Viber ითანამშრომლებენ 2024 წლის ევროპის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატბოტის შესაქმნელად, რაც გულშემატკივარს ღონისძიებასთან დაკავშირებული სიახლეების გასაზიარებლად, სხვადასხვა ინტერაქციული ფუნქციით შემუშავებულ პლატფორმას სთავაზობს.

ინოვაციური ჩატბოტის მეშვეობით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიგონ სხვადასხვა პრიზი; ასევე შეეძლებათ, იწინასწარმეტყველონ შედეგები; იხილონ ლიდერთა დაფა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო პროგნოზები. თანამშრომლობის საფუძველზე, გულშემატკივრები ისარგებლებენ ევროპის ჩემპიონატისთვის ექსკლუზიურად შექმნილი თემატური სტიკერებით. ჩატბოტი თვალსაჩინო იქნება Rakuten Viber-ის Explore Screen-სა და Empty Screen-ზე, რაც მაქსიმალურად გაზრდის მის ხილვადობას და წაახალისებს მომხმარებლის ინტერაქციას.

La Gazzetta dello Sport Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, შაკო შიუკაშვილმა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „La Gazzetta dello Sport Georgia თავისი ერთგული მკითხველისთვის ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს იმ ღონისძიებისთვის, რომელსაც ყველა ელოდება. ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა Rakuten Viber-თან თანამშრომლობა. როგორც იცით, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული სპორტული ზაფხულია და პირველად ვართ დიდი საფეხბურთო ტურნირის მონაწილეები. 

LaGazzetta.ge-სა და Rakuten Viber-ის აქტიურ მომხმარებლებს შანსი აქვთ მოიგონ საინტერესო პრიზები. ჩვენი გუნდი წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს“.

La Gazzetta dello Sport Georgia წამყვანი სპორტული მედიასაშუალებაა, რომელიც თავის მომხმარებელს შესთავაზებს ექსკლუზიურ კონტენტს ჩემპიონატთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ინტერვიუებს, სიღრმისეულ ანალიზებს და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას პროცესებში.

[პარტნიორის კონტენტი]

„თეგეტა აგრიმ“ Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარადგინა

2024 წლის მედია ტრენდები საქართველოში და მსოფლიოში