in

ლა ლიგა ციფრულ ტრანსფორმაციას Microsoft-თან ერთად აანონსებს

ინოვაციურ პარტნიორთან ერთად ახალი ციფრული პლატფორმა გაჩნდება, სადაც ყველა ინფორმაცია იქნება.

Sporti
Sporti

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მალე ახალ ციფრულ სიმაღლეებს დაიპყრობს, ლა ლიგის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელის განცხადებით, გათამაშება მომდევნო სეზონიდან ნამდვილ ციფრულ ტრანსფორმაციას განახორციელებს. მათი მთავარი პარტნიორი კი კომპანია Microsoft იქნება.

ინოვაციურ პარტნიორთან ერთად ახალი ციფრული პლატფორმა გაჩნდება, სადაც ყველა ინფორმაცია იქნება. ამ პორტალის მომხმარებელი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს – დაწყებული მინდვრის მოთამაშიდან, გულშემატკივრით დამთავრებული. ასევე, იგეგმება სრულიად განახლებული სტრიმინგის სისტემის დანერგვა, რომელიც გულშემატკივარს ნებისმიერი მატჩის ხილვის საშუალებას მისცემს როგორც ასაკობრივი ლიგებიდან, ასევე პროფესიონალური გათამაშებებიდან. 

ხავიერ ტებასი – ლა ლიგის პრეზიდენტი: „ჩვენს ინოვაციურ პარტნიორთან ერთად ბევრი სიახლის დანერგვას ვაპირებთ, ისინი თავიანთ სფეროში გამორჩეულები არიან, მუდამ სიახლეებსa და ინოვაციებს ესწრაფვიან. ჩვენი იდეები და მიზნები ერთმანეთთან ახლოს არის, ამიტომ წინ წარმატებული კოლაბორაცია გველოდება“.

სტრიმინგისა და პლატფორმის გარდა, მონაცემთა ანალიზის ახალი ბაზების დატესტვა იგეგმება, სადაც პირდაპირ მოიყრის თავს გულშემატკივარი, რომელთან კომუნიკაცია ახალ სიმაღლეებზე გადავა. გარდა ამისა, კლუბებს სპეციალურ აპლიკაციებზე ექნებათ წვდომა, ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით მათ სკაუტინგის ახალი სისტემების დანერგვის საშუალება მიეცემათ.


ყურადღების მისაქცევად წერა კარგად წერის მტერია! – ტიმ დენინგის 30 რჩევა

Sports Media Holding-ი (SMH) გლობალური IGaming ორგანიზაციის SBC Gaming-ის რეგიონალური წარმომადგენელი გახდა