in

La Poste-მ საფოსტო მარკები ბაგეტის სურნელით გამოუშვა

საფრანგეთის ეროვნულმა საფოსტო სერვისმა La Poste ახალი და სურნელოვანი მარკების სერია გამოუშვა. ამ უკანასკნელის მიზანი უფრო სენსორული, სასიამოვნო გამოცდილების უზრუნველყოფაა, რაც ფრანგული კულინარიული ხატის მიმზიდველობასაც უსვამს ხაზს.

BOG
BOG

სტეფან ჰუმბერტ-ბასეტის მიერ შექმნილ შტამპზე გამოსახულია კლასიკური ბაგეტი, რომელსაც ბანტად აქვს შემოხვეული საფრანგეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ლენტი. მარკა საკმაოდ სიმბოლურ დღეს ჩაეშვა ბაზარზე — მცხობელთა და კონდიტერთა მფარველი წმინდანის, სენ-ონორეს დღესასწაულზე… 594 000 ეგზემპლარი ავთენტურ პურის სურნელს მოიცავს.

მარკაში სურნელის ინტეგრირება მიკროკაფსულების მეშვეობით მოახერხეს, რომლებიც ქაღალდზე დატანილ მელანშია „ჩასმული“. ტექნიკურად ეს საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა Philaposte-ის გუნდმა კაფსულების დაზიანების გარეშე მოახერხა საბოლოო შედეგის მიღწევა.

ინიციატივა ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა ამ თანამედროვეობაში საზოგადოების ინტერესი მეტად გაიზარდოს ტრადიციული ფოსტის მიმართ. მაშინ, როცა სამყაროში ციფრული კომუნიკაცია დომინირებს, მარკების ხელოვნების განვითარება დამატებით ეფექტს წარმოადგენს.

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო Mozaika-ს შემოქმედებიდან

შეცვალე მომავალი – „ლიდერ კრედიტის“ სოციალური პროექტი